ოფიციალურად:

ოფიციალურად: "მილანს" სტეფანო პიოლი სეზონის ბოლოს დატოვებს

„მილანს“ მომდევნო სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. „როსონერის“ ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სტეფანო პიოლი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

პიოლისთვის „მილანში“ ბოლო მატჩი „სალერნიტანას“ წინააღმდეგ იქნება და შემდეგ გუნდს დაემშვიდობება. იტალიურ მედიაში წერენ, რომ „მილანს“ პაულუ ფონსეკა ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად „ლილის“ თავკაცია.

სტეფანო პიოლი „მილანში“ 2019 წლიდან მუშაობდა და 2022 წელს სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანში“ სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდა 16-წლიანი პაუზის შემდეგ.

პიოლის ასევე უმუშავია „სალერნიტანაში“, „მოდენაში“, „პარმაში“, „გროსეტოში“, „პიაჩენცაში“, „სასუოლოში“, „კიევოში“, „პალერმოში“, „ბოლონიაში“, „ლაციოში“, „ინტერსა“ და „ფიორენტინაში“.