იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მეხუთე და გადამწყვეტ მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონა“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ბოლონიელებმა საწყისი ორი მატჩის მოგების შემდეგ სტუმრად ორჯერ წააგეს და ანგარიში 2:2 იყო, მაგრამ ამჯერად ლუკა ბანკის გუნდმა ადვილად, 92:63 მოიგო.
გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რომელიც საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 ჯარიმა ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.
„ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალურ სერიაში „ვენეციას“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორე წყვილში „ოლიმპია მილანო“ და „ბრეშა“ გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.