ევრო 2024-ის წინ ჰარი კეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა ცნობილი

ევრო 2024-ის წინ ჰარი კეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა ცნობილი

ევროპის ჩემპიონატის მატჩებში ინგლისის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ფორვარდის ჰარი კეინის მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი ზურგის პრობლემების გამო სპეციალურ მკურნალობას გადის. კეინმა გერმანია დატოვა და ევრო 2024-ის მატჩებისთვის მომზადებას აპირებს.

მიმდინარე სეზონში, მიუნხენელთა შემადგენლობაში 45 მატჩში, კეინმა 44 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლოს 30 წლის ინგლისელი ფეხბურთის მოედანზე 4 მაისს „შტუტგარტთან“ მატჩში გავიდა.

ინგლისი ევრო 2024-ზე პირველ მატჩს 16 ივნისს სერბეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში „ბაიერნში“ კეინის დებიუტი შედგა ბუნდესლიგაში. სეზონის ბოლოს ჰარიმ და მისმა კლუბმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიპოვეს.