86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური „მილანისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი კარლ-ჰაინც შნელინგერი. - წერს Daily Mail.
წყაროს ცნობით, შნელინგერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გერმანიაში კარლ-ჰაინცი თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „კიოლნი“ და „ტენის ბორუსია,“ ხოლო იტალიაში ის წარმოადგენდა „მილანს,“ „მანტოვას“ და „რომას.“ შნელინგერმა „როსონერისთან“ ერთად იტალიის სამი თასი მოიგო და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, შნელინგერი გახდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და 1970 წლის მუნდიალის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ჯამში ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში 47 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.