მსახიობი კილიან მერფი საკულტო ფილმის „28 დღის შემდეგ“ გაგრძელებაში ითამაშებს. ამის შესახებ Deadline-ი Sony Motion Pictures-ის ხელმძღვანელზე, ტიმ როტმანზე დაყრდნობით წერს.
როტმანის თქმით, მერფის გამოჩენა ფილმში „მოულოდნელი“ იქნება. სურათში ასევე ითამაშებენ: ჯოდი კომერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და რაიფ ფაინსი.
მერფიმ, რომელმაც წელს „ოსკარი“ მიიღო „ოპენჰაიმერში“ შესრულებული როლისთვის, ფილმში „28 დღის შემდეგ“ 2002 წელს ითამაშა. მან სურათის მთავარი გმირი - კურიერი ჯიმი განასახიერა, რომელიც კომიდან გამოვიდა და აღმოაჩინა, რომ ლონდონი ვირუსის გამო დაცარიელებულია.
ფილმის ბიუჯეტი 8 მილიონი დოლარი იყო, თუმცა მისმა შემოსავალმა 80 მილიონი დოლარი შეადგინა და სურათი თავის ჟანრში კლასიკა გახდა.
სავარაუდოდ, ახალი ფილმი პოსტაპოკალიფსური ტრილოგიის დასაწყისი გახდება. მისი რეჟისორი ორიგინალური ტრილერის ავტორი დენი ბილი იქნება. სცენარს ის ალექს გარლენდთან ერთად დაწერს. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სურათის პრემიერა 2025 წლის ივნისში იგეგმება.