კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ვარჯიშისას დროს უფრო ნელა აღიქვამენ, ვიდრე დასვენებისას, ან ვარჯიშის შემდეგ. მკვლევრები მონაწილეებს ველოსიპედის ტარებისას დააკვირდნენ.
ასევე: ვარჯიში და ტვინი — როგორ მოქმედებს ვარჯიში ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი დადებითად მოქმედებს მათზე ვინც ვარჯიშობს. ეს შედეგები შეიძლება გამოგვადგეს ისეთი მეთოდების შემუშავებაში, რომლებიც ვარჯიშს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
კვლევას პროფესორი ენდრიუ ედვარდსი, მარიჟ ელფერინკ-გემსერი და დოქტორი სტეინ მენტინგი ხელმძღვანელობდნენ. შედეგად დადგინდა, რომ დროის აღქმის შენელება ხდებოდა, როგორც ინდივიდუალური ვარჯიშისას, ისე ჯგუფური აქტივობებისას.
ასევე: რა გავლენას ახდენს ვარჯიშის ინტენსივობა სხვადასხვა ტიპის მეხსიერებაზე
პროფესორმა ედვარდსმა თქვა, რომ ეს დასკვნა ვარჯიშის ეფექტიანობასა და საჭიროებაზე მიანიშნებს.
"თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია არის თუ არა შედეგები განზოგადებული. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები არ იყვნენ პროფესიონალი ველოსიპედისტები, ისინი კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდნენ. ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგ ფორმაში არ არის", — აღნიშნა ედვარდსმა.
მეცნიერების თქმით, კვლევის მიზანია დადგინდეს მეთოდები, რომლითაც ადამიანებს ვარჯიშის მოტივაცია მიეცემათ და ამის პარალელურად შემცირდება ნეგატიური ასოციაციები.
მკვლევრებს ახლა კვლევის მასშტაბების გაზრდა სურთ. მათი თქმით, შემდეგ კვლევებში სხვადასხვა ჯგუფებსაც მოიცავენ.