ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განქორწინების შესახებ ცნობები ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება. ლოს ანჯელესში ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის გამოჩენამ მეუღლის გარეშე  დამატებითი კითხვები გააჩინა.  ეს განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა მათი გულშემატკივრებისთვის, რადგან წყვილი 2 წელზე ნაკლებია, რაც ხელმეორედ დაქორწინდა. განქორწინების ამბავი მედიისთვის ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, თუმცა ჭორების გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ Met Gala-ს ხალიჩაზე ჯეი ლო მარტო წარსდგა.

ჯენიფერ ლოპესმა მოიწონა პოსტი, სადაც წერდნენ, რომ  ის და ბენ აფლეკი დაშორდნენ, რაც საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.  წყვილთან დაახლოებული ანანონიმური წყარო წერს, რომ აფლეკი უკვე საცხოვრებლად ცალკე გადავიდა და საოცნებო სახლი, რომელშიც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, სავარაუდოდ, გაიყიდება. ასევე ანონიმური წყაროს მიხედვით, წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, თუმცა ზოგიერთი საკითხი, რომელიც თავდაპირველად მათი განშორების მიზეზი გახდა, მაინც მოუგვარებელი დარჩა.

ასევე ინტერნეტში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბენი უკმაყოფილო იყო  ჯენიფერის ახალი დოკუმენტური ფილმით “The Greatest Love Story Never Told”. ლოპესმა ამ ფილმით  გადაწყვიტა თავისი სიყვარულის ისტორია მაყურებლისთვის გაეზიარებინა. ბენი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და თვლიდა, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება მიუღებელია.  ბოლო დროს პაპარაცები ავრცელებდნენ ფოტოებს, სადაც ჩანდა, რომ ბენი ჯეილოსთან მოწყენილი იყო და ძალით იღიმოდა, რასაც ჯენიფერი დაჟინებით უარყოფდა

“ბენი კარგად არის. მასზე ფიქრი არ გჭირდებათ… ნება მომეცით, უბრალოდ გითხრათ, რომ კარგადაა, ბედნიერია და აქ არის, ჩემთან ერთად”,- ამბობდა მედიასთან ჯეი ლო.

ცნობისთვის, ჯეი ლომ და აფლეკმა ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე და 2002 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ. თუმცა ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს 2 წლის შემდეგ გაეყარნენ.

“მე და ბენი მაშინ დავშორდით, როცა მეგონა, სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით. ეს ჩემთვის პირველი ნამდვილი გულისტკივილი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გული მკერდიდან ამომგლიჯეს”, — წერდა ლოპესი.

2004 წელს ჯეი ლო მარკ ენტონიზე დაქორწინდა და 2 შვილი ეყოლა, ხოლო რაც შეეხება ბენ აფლეკს, ის 13 წლის განმავლობაში მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული და მისგან 3 შვილი ჰყავს.

2015 წლიდან ინტერნეტში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჯეი ლოსა და ბენს ურთიერთობის აღდგენა სურდათ, საბოლოოდ კი ისინი 19 წლის შემდეგ 2023 წლის მაისში ხელმეორედ დაქორწინდნენ.

ჯერ დადასტურებული არაფერია, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდოთ წყვილის ოფიციალურ განცხადებას.