იტალიელმა ჟურნალისტებმა „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ მატჩის (2:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. როგორც მათ თქვეს, კლუბში ყველაფერი უნდა გააკეთონ თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელის შესანარჩუნებლად.
დიეგო დე ლუკა (ჟურნალისტი): „მომდევნო სეზონი კვარათი უნდა დავიწყოთ და შემდეგ უნდა იყოს დანარჩენი 10 ფეხბურთელი. იმ იმედით, რომ მსაჯები უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ იმ ჯალათობის წინააღმდეგ, რომელსაც ეს ბიჭი ყოველ ჯერზე განიცდის“.
პაოლო ესპოზიტო (ჟურნალისტი): „კვარაცხელიას როგორ არასდროს არტყმევინებდნენ ჯარიმებს? საოცრად შეასრულა, ასეთი დარტყმა მხოლოდ ზიკოსგან მინახავს“.
ლუკა ჩერკიონე (ჟურნალისტი): „კვარაცხელიას მარგალიტმა გოლმა „ნაპოლის“ 1 ქულა მოუტანა, რითაც „აძურის“ ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ კონფერენს ლიგაზე გავა, რითაც ზედიზედ მე-15 სეზონს გაატარებს ევროთასებზე. სწორია, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ კვარაცხელიამ მეტი რა უნდა გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ უფრო მაღალ ხელფასს იმსახურებს? მომდევნო სეზონში ვინც არ უნდა იყოს „ნაპოლის“ მწვრთნელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნება, აწმყოსთვის და მომავლისთვის. კვარაცხელიაზე პრეზიდენტის სიტყვები ცოტა მძიმე იყო, მაგრამ როგორც მე ვიცი, მას შესთავაზეს დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.
„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.