„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის დიასმა შესაძლოა კარიერა პრიმერა დივიზიონში გააგრძელოს - გვამცნობს Todofichajes.
ფეხბურთელით „ბარსელონა" დაინტერესდა. კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მოლაპარაკება გამართა ფორვარდის წარმომადგენლებთან. კლუბს ფეხბურთელის დაქირავება სურს. მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ტრანსფერი დაამტკიცა.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 წლის შემტევმა 36 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი მერსისაიდელებთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.