15-ზე მეტი უნივერსიტეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცულია, სტუდენტები აუდიტორიებში შესვლაზე უარს აცხადებენ. პროტესტს 38 უნივერსიტეტის რექტორატმა სპეციალური განცხადებით უპასუხა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უნივერსიტეტებს, სტუდენტებს და ლექტორებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და აკერმანის მეთოდით მათი დაბულინგება და შანტაჟი მიდის, თუკი ისინი აქციებზე გასვლაზე უარს იტყვიან.
13 მაისს გახდა ცნობილი, რომ უმაღლეს სასწავლებლების ლექტორები და სტუდენტების ნაწილი გაიფიცებოდა. ისინი 14 მაისს რუსთაველზე პროტესტს შეუერთდნენ და მანამდე არ აპირებენ აუდიტორიებში დაბრუნებას, სანამ გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევა არ მოხდება. გაფიცულებს შორის არიან : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; GIPA; საქართველოს უნივერსიტეტი; ალტე უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; სულხან-საბას უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების გაფიცვასა და პროტესტს ჩამოთვლილი უნივერსიტეტების ლექტორების ნაწილიც შეუერთდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.
მათი განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას და ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას მიაჩნია, რომ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესების შეფერხება.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ისევ და ისევ ჩვენი სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეფერხება, რამეთუ უნივერსიტეტი, უპირველესად, არის საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცე“, - აცხადებს ჯაბა სამუშია.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ დღემდე ფსევდო ლიბერალური შეხედულების მქონე ლექტორები ახალგაზრდებს წამლავენ, მათ ზომბირებას ახდენენ, რაც ამ აქციებზე ყველაზე კარგად გამოჩნდა.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში და ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს ჰუმანური და ლოიალური დამოკიდებულება ძალიან მძიმე შედეგს გვაძლევს. ვხედავთ, რომ ახალგაზდები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეებიც კი, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ბრძოლაში არიან გამოყენებული. ამ ყველაფერს კი ამძაფრებს იდეოლოგიით მოწამვლა, რომელსაც გიგი თევზაძისნაირი ლექტორები ახდენენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გატარებული რეფორმების შედეგად მოხვედრილი ლექტორები, რომლებსაც არანაირი ღირებულებები, მორალი და ქვეყნის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ.
სრულიად ყველაფრისგან დაცლილი ლექტორები ჩვენს ახალგაზრდობას გონებას უწამალავენ. მთელი საუნივრესიტეტო სისტემის ფსევდოლიბერალიზაციაა მომხდარი, რისი ნათელი შედეგიც სახეზეა. ეს სერიოზულად არის შესაცვლელი. ლექტორები, რომელბიც უარს იტყვიან თავის პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე და გაფიცვებს მოაწყობენ, უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ მათ უნივერსიტეტები დატოვონ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, საზოგადოების აბსოლუტური უმარვლესობა თურმე უნდა დაემორჩილოს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ტვინი ნაცლექტორებმა გამოურეცხეს.
„ბავშვებს, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ და ახლა იწყებენ ცხოვრებას, რაღაცების გააზრებას, მათ ჭკუაზე ვერ ივლის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ბავშვების უმეტესობამ არ იცის რატომ ეწინააღმდეგება ამ კანონს. უმეტესობას კი არა, დარწმუნებული ვარ უმრავლესობას წაკითხულიც არა აქვს კანონი. ეს ყველაფერი ამ ფსევდოლიბერალური განათლების შედეგია, რომელიც სააკაშვილის მიერ დაინერგა და ჯერ კიდევ ფეთქავს. 20 წლის მერე ეს ახალგაზრდები ქვეყნის მართვის სადაავებთან იქნებიან და მაშინ გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი. მანამ ეს მოხდება, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჯერჯერობით განათლებაა საჭირო“, - ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული ომის ყველაზე ეფექტურ საშუალებას ახალგაზრდების იდეოლოგიური გადაგვარება წარმოადგენს. როცა მათი ღირებულებების და შეხედულებების სრულიად ხელოვნური შეცვლა ხდება. სწორედ ეს მოხდა ჩვენი უნივერსიტეტების შემთხვევაში.
„ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი, როდესაც ხალხზე ზეგავლენა უნდოდათ, პირველ რიგში, განათლების სისტემაში ხდებოდა ცვლილება. ისიც მიკვირს, როგორ აქვთ ახალგაზრდების რაღაცა ნაწილს ნორმალურად აზროვნების შესაძლებლობა. 32 წლის განმავლობაში ეს ეროვნული იდეოლოგია სრულიად შეცვლილია. მათ თავში უტენიან, რომ ყველაფერი დასავლური კარგია და ქართული არაფერი ვარგა, რომ ტრადიციებს პატივისცემა, რწმენა და სხვა ყველაფერი ქართული არ არის ღირებული. მთავარია, ევროპული ღირებულებების ქონა და დანარჩენი მათ არაფერი სჭირდებათ.
ერთ-ერთი ლექტორი ვიცი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, ამბობდა, რომ ცუდი ამერიკული წიგნი მირჩევნია კარგ ქართულ წიგნსო. აბა, ასეთი ლექტორი რომ ჩვენს ახალგაზრდობას მსგავს სისულელეებს უნერგავს, რაზე შეიძლება საუბარი იყოს? ასეთი ცნობიერებით ბავშვებს რომ ზრდიან, მოვიმკით იმას, რაც ახლა გვაქვს. განათლების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს, ხშირად არიან ისეთი სტუდენტები, რომლებსაც წერა კითხვაც კი უჭირთ. ძალიან ადვილია ასეთ ბავშვებზე ზემოქმედების მოხდენა. აქ, როდესაც შენს სტუდენტებს რაღაცა ღირებულებებზე ესაუბრები, მაშინვე ხდება იმაზე აპელირება, რომ ვიღაცას სტუდენტებთან პოლიტიკა შემოაქვს. არადა ესენი მუშაობენ ყველანაირად, რომ ბავშებს ეს აზრები ჩაუნერგონ და ვნახეთ, ქუჩაშიც როგორ იქცეოდნენ და რა ფორმით ცდილობდნენ საკუთარი აზრის მოსახლეობაზე მოხვევას“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, ახალგაზრდები იმდენად არიან დამუშავებულები იდეოლოგიურად, რომ მათ ვერ უხსნიან, რომ დღეს საქართველოსთვის არეულობა დამღუპველი იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯერ მარტო გიგი თევზაძის სტატუსია ამის ნათელი მაგალითი, რომ ახალგაზრდები იდეოლოგიურად მაწამული ჰყავთ. ის ამბობს, რომ „სწორედ ის გამოუვიდათ, რაც უნდოდათ და ამის ნათელი მაგალითი აქციებზე მდგომი ახალგაზრდები არიან“.
განათლების სისტემის ნგრევა გრძელდება აგერ უკვე მე-4 ათწლეული მიდის.....
გაუნათლებელი, ლიბერალური პრინციპით მორალისგან თავისუფალი ბრბო ადვილი სამართავია.....
გაუმარჯოს! როგორა ხარ ? შენ აქედან ჩემზე ძალიან ხარ დაკარგული
ხედაავ ჩვენმა 12--13 წლის წინანდელმა ნალაპარაკებმა, ბოლო ბოლო ამოხეთქა...... სათქმელიც კი აღარ დაგვიტოვეს .. ყველაფერი ზედაპირზე ტივტივებს და ყაარს უკვე ეს ე.წ. დასავლეთი თავის აქაური დამქაშებით
გასკდა როგორც იქნა ბოლო --ბოლო- ფურუნკული, კოლუმბის თამადობით
წინ წყალი და უკან მეწყერიც ჰქონიათ
ლექტორი, რომელიც აუდიტორიაში თავის პოლიტიკურ შეხედულებებს უწევს პროპაგანდას, აუდიტორიაში კი არა, უნივერსიტეტის ეზოში არ არის შესაშვები.
მათი დატრენინგებული სტუდენტები დერეფნებში დარბიან, ლექციაზე მყოფ სტუდენტებს აშინებენ, მოღალატეებს ეძახიან და ემუქრებიან. მართალია, მათ მხარს სტუდენტების უმცირესობა უჭერს, მაგრამ უმრავლესობა იმ გამოსავალს პოულობს, რომ საერთოდ გაერიდა სიტუაციას.
მიზანი მაინც მიღწეულია - ლექციები ცდება.
სტუდენტების და მოსწავლეების სასწავლო პროცესიდან მოწყვეტის პროპაგანდა, უდიდესი დანაშაულია ქვეყნის მომავლის წინაშე.
ასეთი გზით მოპოვებული ძალაუფლება მყიფეა და არ აქვს დიდი პერსპექტივა.