„ვალენსიას“ ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ანხელ ანგულომ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
„მე გიორგისთან არასდროს მიმუშავია. ვალენსიაში რომ ჩამოვიდა, მაშინვე პირველ გუნდს შეუერთდა, თავი გამოიჩინა და ბორდალასს მოეწონა. მას შემდეგ პირველ გუნდშია და მეორე გუნდში არც ერთხელ უვარჯიშია“, - თქვა ანგულომ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ 2021 წელს გიორგი მამარდაშვილი მეოთხე მეკარედ და მეორე გუნდში სათამაშოდ დაიმატა, მაგრამ ქართველმა მეკარემ უმალვე პირველ გუნდში დაიმკვიდრა თავი და დღემდე გუნდის მთავარი ლიდერია.