ჩაბი ალონსო „ბაიერის“ 50-მატჩიან წაუგებელ სერიას გამოეხმაურა

ჩაბი ალონსო „ბაიერის“ 50-მატჩიან წაუგებელ სერიას გამოეხმაურა

„ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მისი გუნდის 50 მატჩიან წაუგებელ სერიაზე ისაუბრა.

„ფანტასიკური სერია გამოგვივიდა. ლევერკუზენში თასის წარდგენა განსაკუთრებული მოვლენა იქნება. ფეხბურთელები მთელი სეზონის განმავლობაში უზარმაზარი კონცენტრაციით თამაშობდნენ და მე ძალიან ვამაყობ მათით“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ბუნდესლიგის 33-ე ტურში „ბოხუმთან“ გამარჯვების შემდეგ (5:0), ჩაბი ალონსოს გუნდმა რეკორდული წაუგებელი სერია 50 მატჩამდე გაახანგრძლივა.

„ლევერკუზენმა“ 87 ქულა მოაგროვა და ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვა, რაც კლუბისთვის ისტორიაში პირველი გახლდათ.