საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის ელჩ ელიტა გაველესთან.

მინისტრმა ლატვიის ელჩს მიუსამძიმრა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რიგაში სუპერმარკეტის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 51 ადამიანის გარდაცვალებასა და დაშავებულებთან დაკავშირებით. ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს ლატვიისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.