ნოდარ ნათაძემ რუსეთის ახალი „აგენტები“ დაასახელა

ნოდარ ნათაძემ რუსეთის ახალი „აგენტები“ დაასახელა

„მწვანეების“ ნოდარ ნათაძისეული შეფასების შესახებ პირველად გავიგე. ეს ყოველივე აგვისტოში თოვლის მოსვლას მაგონებს,“ - განაცხადა მწვანეთა ცენტრალური საბჭოს წევრმა გივი გიგინეიშვილმა.

ნათაძე „მწვანეებს“ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტობაში ადანაშაულებს და აცხადებს,  ეს პარტია სსრკ-ის სუკმა შექმნაო.

„ასეთი განცხადება ყოვლად გაუმართლებელია, მით უმეტეს, რომ ამას ნოდარ ნათაძე ამბობს, ინტელიგენტი, განათლებული ადამიანი.

1988 წლიდან „მწვანეთა“ პარტიის წევრი ვარ და სსრკ-ს სუკთან რაიმე კავშირზე არასოდეს გამიგია,“ - დასძენს გიგინეიშვილი.