დავითაშვილი

დავითაშვილი "ბორდოში" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

აპრილში ზურიკომ „ბორდოს“ რიგებში ხუთ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ბოლო დროს, ქართველი ძალიან კარგ ფორმაშია და მოედნიდან შედეგიანი მოქმედების გარეშე (გოლი, საგოლე პასი) პრაქტიკულად არ გადის.

მიმდინარე სეზონში 23 წლის შემტევმა საფრანგეთის ლიგა 2-ში 35 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.