ჰეილი ბიბერი ორსულადაა – Rhode-ის დამფუძნებელმა და მოდელმა, 27 წლის ჰეილიმ და მისმა პოპვარსკვლავმა ქმარმა, 30 წლის ჯასტინ ბიბერმა, ეს სიახლე სოციალურ ქსელში ფოტოსესიის საშუალებით თავიან გამომწერებს აცნეს.
ფოტოები ქორწილის აღთქმის განახლების ცერემონიაზეა გადაღებული, რომელიც ჰავაიზე გაიმართა.
ჰეილის ენტონი ვაკარელოს Saint Laurent-ის თეთრი მაქმანებიანი კაბა აცვია, თავზე და კისერზე მაქმანებიანი საქორწილო მსუბუქი თავსაბურავი აქვს შემოხვეული. ჯასტინს კი ბეწვის ქურთუკი და შავი შარვალი აცვია.
ბოლო დროს წყვილის გულშემატკივრები ხშირად საუბრობდნენ ჰეილის ორსულობაზე და ელოდნენ ამ ჯადოსნურ მომენტს, თუმცა ჰეილი უარყოფდა მისი ორსულობის შესახებ ყველა ჭორს.