სერია A-ს უახლოეს ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია ითამაშებს თუ არა, ხვიჩა კვარაცხელია.
ქართველ ფეხბურთელს წინა ტურის შეხვედრა და რამდენიმე ვარჯიში გაუცდა მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო, გუშინ და დღეს კი, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, ხვიჩას სურს დამდეგ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს თავს უახლოესი ორი დღის განმავლობაში. რისკზე წასვლას არც თვითონ აპირებს და არც კლუბი.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩი 11 მაისს გაიმართება.