მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი "ნერაძურიში" დარჩენას აპირებს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ 48 წლის იტალიელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ამასთან, მილანური კლუბი სიმონეს ხელფასს 30%-ით გაზრდის. ამჟამად იტალიელი 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალი ხელშეკრულებით კი 6 მილიონი ევრო ექნება. კონტრაქტში ასევე შედის სხვადასხვა ბონუსები.
ინძაგის მოქმედი კონტრაქტი "ინტერთან" 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გუნდს სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა და "შავ-ლურჯები" გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა. მიმდინარე სეზონში კი ინტერმა იტალიის ჩემპიონობა ნაადრევად მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ სიმონე იტალიის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.