Warner Bros.-ს ბეჭდების მბრძანებლის მოყვარულებისთვის კარგი სიახლე აქვს! კომპანია The Lord of the Rings-ის ორ ახალ ფილმს გადაიღებს, რომელთან მაყურებლები, სავარაუდოდ, 2026 წელს ნახავენ.
ჯერჯერობით ვიცით, რომ სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სიუჟეტი გოლუმის პერსონაჟის გარშემო განვითარდება. ბეჭდების მბრძანებლის პროდიუსერი და რეჟისორი კვლავაც პიტერ ჯექსონი, სცენარისტები კი ფილიპა ბოიენსი და ფრენ ვოლში იქნებიან. ვიცით ფილმის სავარაუდო სახელიც — The Lord of the Rings: The Hunt for Gollum. გოლუმის როლს ფილმში კვლავ ენდი სერკისი შეასრულებს.
"ჩვენთვის დიდი პატივია შუახმელეთში ჩვენს კარგ მეგობართან ენდი სერკისთან ერთად დაბრუნება. როგორც ტოლკინის სამყაროს დიდი ხნის ფანები, ვამაყობთ, რომ Warner Bros.-ს გუნდთან ერთად ახალ საოცარ თავგადასავალზე მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა", — აღნიშნავენ ჯექსონი, ბოიენსი და ვოლში.
ბეჭდების მბრძანებელზე ახალ ფილმებს Warner Bros.-თან ერთად New Line გადაიღებს. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები შვეიცარიულ კომპანია Embracer Group-თან, რომელიც ტოლკინის ნამუშევრებზე უფლებებს ფლობს, წარმატებით დასრულდა. შეთანხმების თანახმად, კომპანიებს შეუძლიათ, ფილმები არამხოლოდ ბეჭდების მბრძანებელზე, არამედ ჰობიტზეც გადაიღონ.