"მილანი" შესაძლოა ტეო ერნანდესმა დატოვოს

„მილანი“ შესაძლოა ტეო ერნანდესმა დატოვოს. 26 წლის ფრანგი მცველით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული და როგორც იტალიური მედია წერს, „როსონერის“ ხელმძღვანელობაც განიხილავს მის გასხვისებას.

„ბაიერნში“ ტეო ალფონსო დევისის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელიც ზაფხულში მადრიდის „რეალს“ უნდა შეუერთდეს. ფრანგი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონი ევროა.

ტეო ერნანდეს მადრიდის „ატლეტიკოში“, „სოსიედადში“, „ალავესსა“ და „რეალში“ აქვს ნათამაშები, ხოლო 2019 წლიდან „მილანის“ წევრია, რომლის მაისურით დღემდე 211 მატჩში 29 გოლი გაიტანა.