ალ ხელაიფი:

ალ ხელაიფი: "იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ჩვენი მომავალი ნათელი იქნება"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასე ალ ხელაიფიმ „დორტმუნდთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედგაცრუებულია შედეგით, მაგრამ ლუის ენრიკეს ნდობა გამოუცხადა და ნათელი მომავლის სჯერა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, შედეგის გამო დამწუხრებულები. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, რადგან ბურთი ძელს ოთხჯერ მოხვდა, პირველ მატჩში - ორჯერ. ბურთს კარში შესვლა არ სურდა, ასე რთულია. ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა, გვინდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ „დორტმუნდს“ ვულოცავთ.

ლუის ენრიკე? გრძელვადიან პროექტს ვაშენებთ ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდთან ერთად. მომავალი ნათელი იქნება, ამ გზას გავაგრძელებთ“, - თქვა ალ ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ორი მატჩის ჯამში 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა.