ლონდონში ვიზიტის დროს, პრინცი ჰარი მეფე ჩარლზს არ შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰერცოგთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ პრინცი ჰარი მამას, მეფის დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ნახავს.
„ვიცი, ბევრგან გაჟღერდა აზრი და ბევრი სპეკულაციაც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, შეხვდებიან თუ არა პრინცი ჰარი და მეფე ჩარლზი ერთმანეთს ჰარის ლონდონში ვიზიტის დროს. ამიტომ მინდა ამ საკითხს გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ სამწუხაროდ ეს არ მოხდება. ამის მიზეზი მისი უდიდებულესობის დატვირთული გრაფიკია. თუმცა, ჰერცოგი იტოვებს იმედს, რომ მეფე ჩარლზის ნახვას ახლო მომავალში შეძლებს", - განაცხადა ჰერცოგთან დაახლოებულმა პირმა.