მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს - წერს Fichajes.
წყაროს ინფორმაციით, 31 წლის სლოვენიელისთვის „ჩელსი“ იბრძვის. მადრიდელები შესაძლოა წინააღმდეგი არც იყვნენ ამ ნაბიჯის გადადგმისა, რადგან მათ სურთ მოიძიონ თანხები გუნდის განახლებისთვის.
მიმდინარე სეზონში ობლაკმა 50 მატჩი ჩაატარა, 13-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა და 64 გოლი გაუშვა.