„ლივერპულის“ ფორვარდმა დარვინ ნუნიესმა შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს -წერს The Sun.
წყაროს ცნობით, 24 წლის ურუგვაელისთვის „ბარსელონა“ იბრძვის. კატალონიური კლუბი ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს.
მიმდინარე სეზონში ნუნიესმა 52 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.