მკურნალი ბროწეული

მკურნალი ბროწეული

ბროწეულის წვენი ჰემოგლობინის ასაწევად უებარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ათეროსკლეროზსაც ებრძვის. გარდა ამისა, სასარგებლოა ბროწეულის ქერქის ნახარში.

ბროწეული საკმაოდ მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, კერძოდ, ის შეიცავს 15 პროცენტ ასკორბინის მჟავას, ანუ C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, ტანინს.

ის აუმჯობესებს სისხლძარღვთა ტონუსს, გარდაქმნის ცუდ ქოლესტერინს კარგ ქოლესტერინად, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით, ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის აწევას, აუმჯობესებს ღვიძლის, კანის, ფილტვების, თირკმელების, ელენთის, ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების რეგენერაციის პროცესს. ამიტომ ხშირად სვით ახალგამოწურული ბროწეულის წვენი.

ბროწეულის წვენი არ უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ კუჭის წყლული ან გასტრიტი გაწუხებთ.

ბროწეულის ქერქი შეიცავს ნახშირწყლებს, სტეროიდებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქის ნახარში უნდა მიიღოთ ღვიძლის, თირკმელების, პირის ღრუს, სახსრების ტკივილის, მოტეხილობის, ღრძილებიდან სისხლდენის, ფაღარათის, კოლიტის და დიზენტერიის დროს.