La Repubblica: დე ლაურენტისმა პიოლისთან შეთანხმებას მიაღწია

La Repubblica: დე ლაურენტისმა პიოლისთან შეთანხმებას მიაღწია "ნაპოლის" პიოლის კარგა ხანია უკავშირებენ

იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, რომ „ნაპოლის“ მომდევნო სეზონში სტეფანო პიოლი გაწვრთნის.

ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ის „მილანს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისმა კი, წყაროს თანახმად, პიოლისთან შეთანხმებას მიაღწია და მას 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

პიოლის დიდი ხანია „ნაპოლის“ უკავშირებენ, ისევე, როგორც სხვა მწვრთნელებს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე „მილანის“ თავკაცი გამოკვეთილი ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „აძურის“ სამი მწვრთნელი ჰყავდა - რუდი გარსია, ვალტერ მაძარი და ფრანჩესკო კალცონა. პიოლის ბევრ გუნდში უმუშავია, მთავარ წარმატებას კი, „მილანში“ მიაღწია, რომელსაც 2022 წელს სკუდეტო მოაგებინა.