ურთიერთობის გადატვირთვის საჭიროება დათქმების სანაცვლოდ

ურთიერთობის გადატვირთვის საჭიროება დათქმების სანაცვლოდ

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს - ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო დღეებში და ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც აღიარებს. რიტორიკა მწვავეა, კრიტიკა ისმის ვაშინგტონიდან ყოველდღე. მაშინ, რატომ თქვა უარი მთავრობამ შეერთებულ შტატებში ვიზიტზე? ხელისუფლება ამბობს, რომ დათქმებით მიწვევა არასწორი სტრატეგიული პარტნიორობაა.

ამ ყველაფერს წინ ამერიკის ახალი ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა. სწორედ საელჩოს მხრიდან გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონმა, სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების საკითხის განსახილველად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შტატებში მიიწვია, რომელზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამერიკის ელჩს უარის მიზეზი არ დაუსახელებია. სამაგიეროდ, მიზეზები საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში განმარტეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთავაზება წინაპირობის - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეჩერების სანაცვლოდ იყო გაკეთებული. ქართული მხარისთვის დათქმით ვიზიტის განხორციელება პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

თბილისს აქვს სხვა პრეტენზიებიც - ელჩ დანიგანს ვაშინგტონის დათქმები გუშინ არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ შტატებში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ამერიკის დახმარების შესახებ უნდა ესაუბრათ.

„ქართული ოცნება“ პოლემიკაში შევიდა შეერთებული შტატების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთანაც. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თავად დაწერა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის მრჩეველს ის რევოლუციური მცდელობები შეახსენა, რომელიც, ყოფილი ელჩის მხარდაჭერით, საქართველოში იგეგმებოდა. სახდეპის ბოლოს განცხადებებს გამჭვირვალობის კანონზე პრემიერ-მინისტრი ცრუ განცხადებებს უწოდებს და თვლის, რომ დღეს არსებული ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს. ვაშინგტონიც მიანიშნებს, რომ ინიციატივას ჯერ კანონპროექტის სახე აქვს, ამიტომ ბლინკენის უწყება, ჯერჯერობით, არ შედის კონკრეტიკაში, რა შეიძლება მოჰყვეს მის დამტკიცებას.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მიერ „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მალევე, „ტვიტერითვე“, უპასუხა. დერეკ შოლეს თქმით, კანონპროექტი, რომლის მიღებაც იგეგმება, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ამბობს, რომ შტატები საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიით შეშფოთებულია და მთავრობას მოუწოდებენ, ქვეყანა კვლავ გახადოს ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.

ამერიკელ მაღალჩინოსანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა აქცენტი ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროებაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოლესთან საუბრის დროს, იმედგაცრუება იმ ფაქტების გამოც გამოხატა, რომელიც საქართველოში შტატების ყოფილ ელჩთან დაკავშირებით არსებობდა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე დათქმებით ხელისუფლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას პარტნიორი ქვეყნის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას უწოდებს. მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ცუდია ახალმა ამერიკის ელჩმა როცა იცრუა და არ დაასახელა ზუსტი მიზეზი, რის გამოც კობახიძემ და სხვა მაღალჩინოსნებმა წასვლაზე უარი თქვეს.

„ძალიან ცუდია, როცა შენი პარლამენტი ქვეყნის კონსტიტუციას იხილავს, რაღაცა მნიშვნელოვანი კანონი უნდა მიიღოს და ამ დროს პარტნიორი ქვეყანა გითითებს, რომ ეს კანონი შეაჩერე და ჩემთან დასალაპარაკებლად ისე ჩამოდიო. ეს იწვევს ასოციაციას, რომ წითელ ხალიჩაზე გიწვევენ და დაკითხვას გიპირებენ. ხელისუფლების მხრიდან იყო სწორი შენიშვნა, რომ მსგავსი მიპატიჟება პარტნიორების სულისკეთებას არ შეესაბამება. როდესაც ელჩმა ეს არ თქვა და დამალა, თქვა მხოლოდ ის, რომ დავპატიჟეთ და უარი მივიღეთო, ამან ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ხმაური გამოიწვია. მათ სინქრონში აჰყვა ყველა სააკაშვილის ტელევიზია და გამოვიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასთან პარტნიორობაზე უარი თქვა. ეს ელჩის მხრიდან თაღლითობაა, რადგან კონტექსტი მთლიანად იცვლება და სრულიად სხვა სახეს აძლევს. ელჩს რომ ეთქვა, ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას ჩამოსულიყვნენ, მაგრამ კანონი შეეჩერებინათ, ასეთი ფორმა აღარ ექნებოდა, მაგრამ ეს დამალეს.

ეს ხალხი მიხეილ საკაშვილის დროს უპირობო დავალების შესრულებას შეჩვეულები არიან. ამერიკა მიიჩნევს, რომ მსოფლიო გავლენა აქვს, მით უმეტეს ჩვენსავით პატარა ქვეყანაზე, რომელსაც წლებია ეხმარება. მას აქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ რასაც გეტყვით, ის უნდა შეასრულოთ, რადგან ისინი არიან ყველაფერში მართლები. ავღანეთში ხომ ყველამ დაინახა რაც მოხდა. თალიბანებთან ამდენი ხნის ბრძოლის შემდეგ უცერემონიოდ დატოვეს ქვეყანა. ისინი უფორ გაძლიერებულები უკან დააბრუნეს. აი, ამაშია მთელი პრობლემა“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, „ოცნებას“ 2020 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს არ პატიობენ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მოქმედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„სწორედ ამიტომ ახსენა ივანიშვილმა სამჯერ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს დამოკიდებულება არსებობს და ამაში დასამალი უკვე არაფერია. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობას გახსოვთ, ალბათ, 2020 წლის მოვლენების დროს პროტესტი გაუჩნდა. ყველა კითხულობდა ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ამერიკის და ევროკავშირის ელჩები მართავენო? გვახსოვს, როგორ დარბოდნენ და ცდილობდნენ ეს ადამიანები რაღაცების დალაგებას და ხელისუფლების რაღაცა პირობებზე წაყვანას - ლამის, ნაციონალებისთვის ხელისუფლების გადაბარება მოსთხოვეს. აი, ეს არის ამ დაპირისპირების მიზეზი. „ოცნებამ“ დაიწყო სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაჭრობა, რადგან ხედავს, რომ ახლა საქართველო ყველა მაათგანისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აი, ეს არის სწორედ ამ გაუგებრობის პირველი მიზეზები“, - ამბობს მამრაძე.

ცუგო- ე. ი. სინამდვილეში, ამერიკელები დემოკრატია ფეხებზე კიდიათ!
ეგ ხომ დიდი ხანია ყველამ იცის :))
7 თვის უკან
ლაზი კობახიძემ, გერმანიის ვიზიტით მწარე გაკვეთილი მიიღო. შოლცმა მართლა წითელი ხალიჩით მიიღო, მაგრამ რეალურად რინგი მოუწყო. ეგონათ მოვათვინიერებთო, მაგრამ ტყუილად არ უსწავლია იმ გერმანიაში. საკადრისი პასუხები კი გასცა, მაგრამ მათ არ შეიმჩნიეს და ვითომ თავი არ გაუყადრეს. ფოტიგები და კრამონები მიუსიეს. კობახიძემ მათ არ გაუყადრა თავი და თავისას აწვება.
ახლა ამერიკაში დაიბარეს კისრის მოსაგრეხად, მაგრამ მიუხვდათ განზრახვას და იქეთ უყენებს პრეტენზიებს, არავითარი წინასწარი დათქმებიო, პარტნიორებს ეგრე არ ელაპარაკებიანო.
მოკლედ, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობის პრეტენზიების გამოვლინება დაიწყო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მეურვეებისათვის, რომლებიც თავწახრილ მორჩილებას იყვნენ მიჩვეული.
ამ მთავრობის დასჯას ცდილობენ და კიდევ უფრო გააძლიერებენ ზეწოლას. აქაც გამოფიტვის პოლიტიკას მიმართავენ.
ბრძოლას მოიგებს ის ვინც შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას. რაც შეეხება ომს, ის არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. ეს საქართველოს ისტორიული ბედია.
7 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ლაზი, ძალიან კარგად ჩამოაყალიბე სათქმელი, თქვენიც და ჩვენიც! ინფორმაციის ხელმოსაწვდომობამ ნიღაბი მოაგლიჯა აშშ-ს, საერთოდ "კოლექტიურ დასავლეთს"! გამოაჩინა მათი შემზარავი, პირსისხლიანი სახე! უკვე ვეღარ ინიღბებიან და აღარც ცდილობენ! სასიკვდილო საფრთხე ემუქრება არა მარტო დსაქართველოს, არამედ მთელ კაცობრიობას! ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, ბიძინა ივანიშვილს, ჩვენც საღ აზრზე მყოფ საზოგადოებას წინ მძიმე ბრძოლა მოგველის!
6 თვის უკან