101 წლის პატრიცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ American Airlines-ით იმგზავრა, სისტემური ხარვეზის გამო 1 წლის ბავშვად დაარეგისტრირეს. როგორც პატრიცია ჰყვება, ბილეთები წინასწარ დაჯავშნა, სისტემამ კი მისი დაბადების თარიღი — 1922 წელი 2022-ად შეცვალა, ამიტომ მგზავრობისას 101 წლის ქალის ნაცვლად 1 წლის ბავშვს ელოდნენ.
"სასაცილო იყო, როცა ეგონათ, რომ პატარა ბავშვი ვიყავი და სინამდვილეში მოხუცი ქალი აღმოჩნდი", — ამბობს პატრიცია, რომელსაც მსგავსი ხარვეზის გამო უსიამოვნებები ადრეც შეჰქმნია. როგორც პატრიცია იხსენებს, ერთხელ ტრანსპორტში მისთვის ადგილი არ იყო გათვალისწინებული, რადგან პერსონალი 1 წლის ბავშვს ელოდა, რომელიც მშობელს ხელში აყვანილი ეყოლებოდა.
როგორც გაირკვა, აეროპორტის და ზოგიერთი სხვა დაწესებულების კომპიუტერულ სისტემას 100 წელზე უფროსი ადამიანის დარეგისტრირება არ შეუძლია. სისტემა დაბადების თარიღში 1922 წელს ავტომატურად 2022-ად ცვლის, ამიტომ 101 პატრიციას 1 წლის ბავშვად აღიქვამს. ამ ხარვეზის გამო, პატრიცია სახალისოსთან ერთად არაკომფორტულ სიტუაციებშიც ხშირად აღმოჩენილა.
პატრიციას თქმით, ერთ-ერთი ფრენის დროს ის და თავისი შვილი თვითმფრინავიდან სხვა მგზავრების გასვლის შემდეგ პერსონალს დიდი ხანი ელოდნენ, რათა შშმ პირის ეტლი მოეტანათ. იმის გამო, რომ პატრიციას რეალური ასაკი ფრენის დროს მითითებული არ იყო, პერსონალს შშმ პირის ეტლი მზად არ ჰქონდა.
უსიამოვნებების მიუხედავად, პატრიცია მოგზაურობაზე უარის თქმას არ აპირებს და შემდეგ ფრენას შემოდგომაზე გეგმავს.