„გინესის წიგნის“ უჩვეულო რეკორდსმენები

„გინესის წიგნის“ უჩვეულო რეკორდსმენები

ცოტა ხნის წინ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა უხუცესი ტანმოვარჯიშე, ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელი, 86 წლის იოჰანა კაასი ლაიფციგიდან. მისი გამოსვლა გერმანიის ქალაქ კოტბუსში გამართულ სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის გათამაშებაში, შესვენების დროს, მსოფლიო ინტერნეტ საიტების ჰიტი გახდა.

ყველაზე დიდი ცხენი ჰყავთ ამერიკაში, ვისკონსის შტატში. ესაა ბელგიური მერინი, რომელსაც სახელად „ჯეიკი“ ჰქვია. მისი სიმაღლე ქეჩომდე 213 სანტიმეტრია (საშუალო სიმაღლე კი – 160 სანტიმეტრი).

სახარე ხბო, სახელად „არჩი“, ჩრდილოეთ ირლანდიის ანტრიმის საგრაფოში სახორცედ შეიძინეს, თუმცა, ორი წლის განმავლობაში ის მხოლოდ 78 სანტიმეტრამდე გაიზარდა. პატრონებს პაწაწინა ხარი ისე შეუყვარდათ, რომ დასაკლავად ვეღარ გაიმეტეს.

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი – 3 წლის გერმანული დოგი – „ზევსი“. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 12 სანტიმეტრია, ხოლო, როდესაც უკანა თათებზე დგება და აიწევა, 223 სანტიმეტრს აღწევს.

„ბარბების“ ყველაზე დიდი კოლექცია აქვს გერმანელ ქალბატონს, 52 წლის ბეტინა დორფმანს. პირველი თოჯინა მან 1993 წელს იყიდა, დღეისთვის კი მისი კოლექცია 15 ათასს ითვლის.

აღსანიშნავია, რომ „გინესის რეკორდების წიგნი“ 22 ენაზე 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოდის. 2013 წლის ბოლოს გამომცემლები 2,7 მილიონი ეგზემპლარის გამოცემას გეგმავენ.