აშშ-ში მოქმედი უცნაური კანონები

აშშ-ში მოქმედი უცნაური კანონები

ტეხასის შტატში ფეხზე მყოფისთვის აკრძალულია მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა. აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისთვის სროლის დაწყება.

ამავე შტატში, საკმარისია, ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ. ფეხსაცმლის გარეშე სიარულისთვის დაგსჯიან, თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5 დოლარი უნდა გადაიხადოთ...

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად ეკრძალებათ სიმღერა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანებს, სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე, შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე, აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა.

ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100 დოლარის ოდენობით.

მაიამიში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით, ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.

არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს, ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კართან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. ამავე შტატში, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.

ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქალაქ ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვევაში ეს იკრძალება.

ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუკი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისები არიან 40 კილოგრამზე ნაკლები და 90 კილოგრამზე მეტი წონის ქალები.