როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ უელსის პრინცესას, მომავალ დედოფალს, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
პრინცესა აღნიშნულ ამბავს თვეების განმავლობაში მალავდა, რადგან მკურნალობის კურსის დაწყებამდე ფიზიკურად და სულიერად მომზადება სჭირდებოდა რეალობასთან თვალის გასასწორებლად. როგორც ახლადგავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ქეითის მკურნალობის პროცესი კარგად მიდის და პროგრესი ნამდვილად ჩანს.
”ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ჩემს მიმართ მხარდაჭერა გამოტახა. გასული თვეები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მე მჭირდებოდა გარკვეული პერიოდი ქიმიოთერაპიამდე მოსამზადებლად. მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით ებრძვიან ამ დაავადებას, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ დავკარგოთ რწმენა და ძალა”.