განაჩენის გაუქმებიდან ერთი კვირის თავზე, მანჰეტენის საოლქო სასამართლომ ამერიკელი კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის საქმის განმეორებითი მოსმენა დანიშნა.
გადაწყვეტილების საფუძველზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ვაინშტაინს, მორიგ მოსმენამდე ციხეში დაბრუნება მოუწევს, მოსმენა კი სექტემბერში გაიმართება.
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ვაინშტაინს 23 წლიანი სასჯელი მოსამართლის მიკერძოებული დამოკიდებულების გამო, გასულ კვირას გაუუქმა. ამ დროისთვის ბრალდებული ნიუ იორკის საავადმყოფოში იმყოფება სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოათავსეს.