კვიპროსის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კეზერაშვილი საარჩევნოდ მობილიზებული 45 მლნ დოლარიდან 15 მლნ დოლარით პირადად დააფინანსებდა საპროტესტო აქციებს

კვიპროსის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კეზერაშვილი საარჩევნოდ მობილიზებული 45 მლნ დოლარიდან 15 მლნ დოლარით პირადად დააფინანსებდა საპროტესტო აქციებს

რევოლუციის მცდელობა სახეზეა. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ოპოზიცია კონსტიტუციური პროცესიდან გადის, თუმცა ამ შემთხვევაში ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ ძალადობას, მათ შორის ისინი, რომლებიც ღიად ძალადობენ სამართალდამცავ ორგანოებზე.

მაშ ასე, ივანიშვილის გზავნილებმა ოპოზიციას დაანახა, რომ ივანიშვილის განცხადებები მხარდაჭერილია დასავლეთის და მათ შორის აშშ-ის მიერ. 29 აპრილმა ასევე აჩვენა ის ფაქტი, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორედ დაინიცირება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რადიკალების მიერ თბილისის ქუშებში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციები სწორედ ემსახურება სახელწმიფო გადატრიალებას და სამოქალაქო ომს. მიზანი კი ერთია - მართული ხელისუფლების მოყვანა სახელმწიფოს სათავეში, რაც გლობალური ომის პარტიის წევრებს მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტის ხაზი.

პროცესებს, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ვითარდება, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. რამდენიმე თვის წინ კვიპროსში კეზერაშვილთან შედგა ხაბეიშვილის გუნდის წევრებთან შეხვედრა, სადაც თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ დოლარის გამოყოფას თავად აპირებს. სწორედ ეს არის ის 15 მლნ დოლარი, რომელიც გამოყოფილია NGO-ებისთვის, რომლებიც ასევე არიან ორგანიზატორები იმ რადიკიალიზმის, რომელსაც რამდენიმე დღეა ვაკვირდებით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედია საშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ.

„რევოლუციის მცდელობა იყო 2020-2021-2022-2023 წელს, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია, თუ ისინი ნახავენ პარალელურ დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი ამ მცდელობებთან ერთად, ამ შემთხვევაში შეიძლება, ასეთი საკითხიც დადგეს; მეორეც, ზოგადად, შეიძლება, ასეთ გამუდმებული მცდელობები გახდეს, თეორიულად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი.

თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს ძალიან აქტიურად იყენებენ, მაგალითად, დღეს უკრაინაში და მოლდოვაში. თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, თეორიულად, ეს შეიძლება, გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველიც, თუმცა მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს არის შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურების გადასაწყვეტი. რაც შეეხება, მაგალითად, ცნობილ „კანვასის“ ტრენინგებს, „კანვასის“ ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ მიზანმიმართულად მზადდებოდა ამ ქვეყანაში რევოლუცია, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის მხარეს, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არ მზადდებოდა. აქაც იყო იგივე შემთხვევა, უცხოური ფული იყო ჩართული საქმეში და პირდაპირ ამზადებდნენ დღისით, მზისით რევოლუციას ამ ქვეყანაში - იყო თუ არა აქ პლუს დანაშაულის ნიშნები, ეს უნდა დაადგინოს სამართალდამცავმა უწყებამ და არა პრემიერ-მინისტრმა. მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით და გაგრძელდება ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. ირაკლი კობახიძემ დიპლომატებს განუცხადა, რომ კანონი, რომელიც უცხოელი დიპლომატების შეფასებით საქართველოს აშორებს ევროპას, სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის და აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შესთავაზა გაიმართოს საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩებმა მთავრობის ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვეს და ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ პრემიერის შეთავაზებაზე და მათ შორის არც ამ კანონის „რუსულობაზე“ და „ევროპულობაზე“. ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორების ელჩებთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველომ უკვე ძალიან კარგად იცის და შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნიათ „მეგობრების“ არც თუ ისე კეთილშობილური განზრახვების შესახებ.

შეხვედრა, რომელიც დახურული იყო, პრემიერის მხრიდან გაჟღერდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის ის ფაქტი, როგორ ითხოვდა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მაშინდელი პრემიერისგან მეორე ფრონტის გახსნას. დიპლომატების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ პრემიერთან შეხვდრა არც თუ ისე სასიამოვნო იყო.

დიახ, ამერის ყოფილი ელჩი, კელი დეგანანი ხელმძღვანელობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, რაც მხოლოდ ფორმალური წვრილმანი არ არის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე საქართველოს ხელისუფლებაზე დაიწყო ზეწოლა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით და ამ მხრივ აქტიურობდა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა არაფორმალური ვიზიტი გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა, ელჩი კატეგორიულად ითხოვდა პრემიერის მხრიდან თანხმობას უკრაინის სასარგებლოდ საქართველოს ღია ჩართულობასთან დაკავშირებით და კერძოდ, დიპლომატი ითხოვდა საჰაერო სივრცის გახსნას.

სკანდალური შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა, უშედეგოდ დასრულდა და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დეგნანმა თქვა, რომ საქართველოს ძვირად დაუჯდებოდა გადაწყვეტილება არ ჩაერთოს საომარ მოქმედებაში. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, შეხვედრა რომელიც კელი დეგნანმა გამართა საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური იყო თავისი შინაარსით და ქმედებით.

ამის შემდეგ ანალოგიური შეხვედრა შედგა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კობა კობალაძესთან, რომლისგან მოითხოვდნენ ვეტერანების შეკრებას და უკრაინაში გაგზავნას. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის წევრებისგან ვერ მიიღეს თანხმობა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკელი დიპლომატი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა უშუალოდ კელი დეგნანის მოთხოვნით შედგა და 3 საათი გაგრძელდა.

2022 წლის 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში ისაუბრა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზეც. არ დაუკონკრეტებია თუ ვის სურდა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, თუმცა აცხადებდა, რომ საქართველოში ომის საფრთხის პირველი ეტაპი, მმართველი გუნდის სწორი და პრინციპული პოზიციის გამო უკვე გადალახულია. ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა, რომ კელი დეგნანი ივანიშვილს იმიტომ შეხვდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიზნით მასზე ზეწოლა მოეხდინა.

დეგნანმა ისე დატოვა საქართველო, რომ უპასუხოდ დატოვა კითხვა - რას ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან და შეხვდა თუ არა ბინინა ივანიშვილს. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ამერიკელი დიპლომატის არაოფიციალური შეხვდრის შესახებ არესობს შესაბამისი კადრები, რომლის შინაარსი ასევე ცნობილია დიპლომატიური კორპუსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ღიად თქვა, რომ არ გახნის მეორე ფრონტის ხაზს, გრძელდება ძალადობა საქართველოს წინააღმდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევოპარალამენტის გარკვეული ჯგუფი აგრძელებს ძალადობას და ზეწოლას საქართველოს წინააღმდეგ და, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონის შესაბამისად გაკონტროლდეს უცხოეთიდან შემუსლი თანხები, ისევ დაიწყო მუქარები სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ირაკლი კობახიძის შეხვედრას დიპლომატებთან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არ აპირებს დაექვემდებაროს საერთაშორისო ზეწოლას.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ჩართულია ფერადი რევოლუციის სქემა და ისიც გასაგებია საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი. მისი თქმით, ისიც გასაგებია, რომ ამ სქემაში ის ქვეყნებია ჩართული, რომელი ქვეყნის ელჩებსაც შეხვდა კობახიძე.

„ღია რიტორიკა გვესმის და ვიცით, რომ ესენი მხარს უჭერენ იმ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან: „ფუსფუსი“, „ჯიუტი“, სოროსის ფონდი, გამჭვირვალეობა და მთელი ეს ა-ო ქსელი, ეს მათი ძაღლის შვილები არიან და შესაბამისად, მათ მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მზადების შესახებ აუდიო-ვიდეო დოკუმენტაცია რომ წარედგინა კობახიძეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

ვხედავთ, რა მეთოდებით და სამოქალაქო პროტესტის ე.წ. გაცვეთილი ტექნოლოგიებით აპირებენ საქართველოს ხელისუფლების შეცვლას, ეს იმდენად ამაზარზენია, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, გარდა იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც არ იციან რაში მონაწილეობენ. მონაწილეობენ საკუთარი ქვეყნის, თავის და მომავლის დაღუპვაში და მათ მართავენ აგენტები და ძველგაზრდა სასარგებლო იდიოტები“, - აცხადებს მანჯავიძე.

რაც შეეხება ინფორმაციას კელი დეგანის სკანდალური და ხმაურიანი შეხვედრების შესახებ, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არსებობს, თუმცა სინამდვილეში რა მოხდა არ ვიცით.

„კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს და ამას მართლა ჰქონდა ადგილი, მით უმეტეს როცა ჩვენ ვიხილეთ ელჩების გამომეტყველება კობახიძესთან. აშკარად ჩანდა, რომ მკაცრ საუბარს ჰქონდა ადგილი. არც ის არაა ძნელი მისახვედრი, რაზე იყო საუბარი. ასე რომ, დამალული არაფერია და ეს ინფორმაცია არა მარტო მე, არამედ მთელმა თბილისმა იცის უკვე, ვინც ოდნავ მაინც თემაშია. ის, კი არადა ქალბატონი კელის ჟესტუკილაციაზე და ლექსიკაზეც კი დაწვრილებითი ინფორმაცია არის. არის ეს ობიექტური თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ არის. ისიც კარგად ვიცით, საჯაროდ რა ხდებოდა და ღარიბაშვილზე და ბურჭულაძეზე ზეწოლის ფაქტებიც გასაგებია, ვიცით კარგად.

უბრალოდ, მოდით ვთქვათ, რომ ქალბატონი კელი გონებრივად კარგად ვერ იყო, რაც არაა გასაკვირი. მაგრამ, ჩვენ გადავრჩით, კელი დეგნანის მცდელობა ჩაიშალა, ამიტომ ახლა ახალი გათვლებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დღეს, თავს გვახვევენ, რომ ჩვენს, ადგილობრივ ნოლპროცენტიან, ურეიტინგო ვითომ პოლიტიკოსებს და რეალურად ამნისტირებულ კრიმინალებს გავუკეთოთ უფასო პოლიტიკური წინასაარჩვენო რეკლამა. მათ შორის, წინასაარჩევნო რეკლმა გავუკეთოთ 705 ევროპარლამენტარიდან იმ 19 დეპუტატს, რომლებიც იყვნენ და იქნებიან ამ ჩვენი კრიმინალი ვითომ პოლიტიკოსების ლობისტები.

„ისინი გვაიძულებენ დღის წესრიგში ავიყვანოთ ვიღაცა მარგინალები, დაქირავებული ლობისტები და უკვე, თითქმის, არ მეპარება ეჭვი, რომ ფასიანი დაქირავებული ლობისტები. აი, ამ ისტერიკას ავყვეთ და რაღაცა ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად გამოვაცხადოთ ის ყველაფერი, რითაც შარშანწინაც იყვნენ დაკავებული, შარშან და ახლა აქვთ ბოლო გაფართხალება. ივნისში ევროპარლამენტის ახალი არჩევნებია და დავთვალოთ ივნისის ბოლოს რა ძალები შევლენ ამ შემადგენლობაში, იქნება თუ არა ახალი, ჯანსაღი, კონსერვატული, ტრადიციული მიდგომების მქონე ევროპელი პოლიტიკოსები.

ჩვენ არ გვაგებინებენ იმ დანარჩენი 700 ევროდეპუტატის პოზიციას, ზოგიერთის პოზიცია მოდის ჩვენამდე და არის ძალიან ჯანსაღი - ის, რომ საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია რასაც აკეთებს. მაგრამ, ჩვენ რატომღაც, ამ მოთხოვნებს სანქციებზე, შანტაჟსა და დაშინებას ვაძლევთ ისეთ ელფერს, რომ თითქოს გადაწყდა ყველაფერი. თქვენს მკითხველს ვარწმუნებ, რომ არც ვიზა-ლიბერალიზაციას ემუქრება რამე, არც სტატუსის წართმევა ემუქრება საქართველოს და არც მომავალი. შემდგომ ეტაპზე ევროინტეგრაციაზე საქართველოს წინსვლის პროცესს არ ემუქრება არაფერი. ამას ყველა დაინახავს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ლაზი საქმე, იმაზე უფრო რთულად არის ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს კანონი ლაკმუსის ქაღალდია. თამაშდება რამდენიმე კომბინაციისაგან შემდგარი პარტია. გაიმარჯვებს ის ვინც სწორად გათვლის მოწინააღმდეგის სვლებს. ვნახოთ ვინ აღმოჩნდება გროსმაისტერი. არა მგონია, 29 აპრილის სახალხო შეკრება, ისე რა ჩატარებულიყო.
7 თვის უკან
ლევკოთეა საინტერესოა, კეზერაშვილის მაგ ფულიდან რამდენი შეხვდება ,,პალიტრა მედია"-ს.
ძალიან ბინძურად თამაშობენ უკვე რამდენი ხანია მათი გამოცემები (პალიტრა, ამბები.გე, სპორტოლ.გე და ა.შ.)
7 თვის უკან
ცუგო- პალიტრა მედიის გადახრა მე მგონი ქუმსიშვილის და ხუხაშვილის დამსახურებაა...
7 თვის უკან
ლევკოთეა ქუმსიშვილს არ ვიცი რა შეხება აქვს პალიტრასთან. ხუხაშვილი კი პალიტრის პროექტია და არა პირიქით. არის დაკვეთა (შესაბამისად, ფული) ივანიშვილის გაშავებაზე და ხუხაშვილზე უკეთესს ვის დაიქირავებდა პალიტრა? იმიტომ აქვთ ოფიციალური ხელშეკრულება მაგ ,,ექსპერტთან".
7 თვის უკან
ცუგო- შეხება კი არა, მეტიც აქვს, მისი ერთ-ერთი მეწილეა და მოხსნის შემდეგ გახდა ასეთი აგრესიული ეს ჰოლდინგი, დაგუგლეთ და ისიამოვნეთ...
7 თვის უკან
ლევკოთეა გმადლობთ. არ ვიცოდი.
7 თვის უკან