საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩ ფედერიკა ფავისთან.

იტალიის ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ და აღნიშნა რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს იტალიისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.