ქართულმა სამღვდელოებამ საკუთარი ცრუმორწმუნოება უნდა აღიაროს!

ქართულმა სამღვდელოებამ საკუთარი ცრუმორწმუნოება უნდა აღიაროს!

კომუნისტებმა „წმინდანების სხეულის უხრწნელობა“ თვალით დაანახეს მშრომელ გლეხობას. გლეხები დარწმუნდნენ, რომ მათ ატყუილებდა სამღვდელოება. დავით და კონსტანტინეს კუბოში კაცის ძვლების მაგივრათ სხვა საგნები აღმოაჩინეს. სირცხვილი მატყუარებს!

რუსეთი ისეთი სახელმწიფო იყო ძველი რეჟიმის დროს, სადაც გლეხობა საშინელ შეცდომაში შეყავდა სამღვდელოებას. ვინ მოსთვლის რამდენი „წმინდანები“ ყავდა გამოგონილი ბერებსა და მღვდლებს. მათ შორის „ალექსანდრე ნეველის უხრწნელი სხეული“ დიდ სათაყვანოთ იყო ქცეული.

როცა „წმინდანების“ სინამდვილეს შეეხნენ, ზოგი ბერ-მონაზონი აიმრიზა და იწყინეს, მარა მათ საშინელი მარცხი მოუვიდათ: ალექსანდრე ნეველის კუბო რომ გახსნეს, შიგ აღმოჩნდა სამი კაცის ფეხი. იმ უბედურებს, როცა ძვლებს ძებნიდენ კუბოში ჩასაწყობათ და ხალხის მოსატყვილებლად, ვერ გაურჩევიათ ხელის და ფეხის ძვლები და ორის მაგივრათ სამი ფეხის ძვალი ჩაუდევთ.

ამაში დარწმუნდენ „წმინდა მამებიც“ და ამჟამათ რუსეთის სამღვდელოება გამოფხიზლებას დაადგა.

რუსეთის სამღვდელოებას კრება აქვს და მღვდლები გაიძახიან: „კმარა ამოდენა ხალხის მოტყუილება, არ შეიძლება სპეკულიაცია „წმინდანებით“, რაც ხალხის ცრუმორწმუნეობაზე არის აშენებული“.

სოფლის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უხრწნელი გვამებიდან და ილია წინასწარმეტყველიდან ვერ მიიღებს ის სიკეთეს.

ხალხი უნდა შეიარაღდეს ცოდნით და აგრონომთან ერთად სიკეთე და სიმდიდრე უნდა მიიღოს დედამიწის დამუშავებით.

ასეთ გზას დაადგა რუსეთის სამღვდელოება და თავის პირით აღიარებს თავის ცრუმორწმუნოების მოციქულობას.

ჩვენი მშრომელი გლეხობა უკვე გათავისუფლდა და შეიგნო, თუ რა ყოფილა მღვდლების თვალმაქცობა.

დავით და კონსტანტინეს კუბო რომ გახსნეს და დაინახა გლეხობამ ცოცხალი ტყუილი, ბევრი მოხუცებული იბრაგუნებდა გულში მუშტს და სწუხდა, „როგორ გვატყუილებდნენ თურმე ბერები და მღვდლებიო!“ - გაიძახოდნენ ჯავრიანათ.

ქართულმა სამღვდელოებამ თავის პირით უნდა სთქვას სიმართლე მშრომელი გლეხობის წინაშე. ამას არ უშინდება რუსეთის სამღვდელოების დიდი უმეტესობა.

მართალია, არავინ არ გაუწევს სამღვდელოების სიტყვა-პასუხს ანგარიშს, მაგრამ სიმართლე შეცდომის გასასწორებლათ ბევრს ნიშნავს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას