ირაკლი გოგავა:  ქართული პარტია ოსტატურად გათამაშდა

ირაკლი გოგავა: ქართული პარტია ოსტატურად გათამაშდა

„„სამი სხვადასხვა სახელმწიფოს პრეზიდენტებთან და  პრემიერ-მინისტრებთან მიმუშავია, მაგრამ ასეთი კლასი, რაც ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, არ მინახავს. ქართული პარტია ოსტატურად გათამაშდა. (ზემოიმერული პეწით)

არ დავმალავ, მთელი ეს წლები მქონდა ეჭვი, რომ მეტროპოლიას ემსახურებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმედი, რომ ქართული საქმე ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომ პირადად მის კრიტიკას ვერიდებოდი, მოთმინებით ველოდებოდი. ჩემთვის მთავარ ინდიკატორს კი მისი ქველმოქმედების ობიექტები წარმოადგენდნენ: ეკლესიები, მუზეუმები, თეატრები, უნივერსიტეტები... ეს ხომ ერის სულის და გონის აუცილებელი ფუნდამენტია და თუ სამშობლო არ გიყვარს, ამას არ გააკეთებ, რადგან ესტრადის ან რამე სერიალის დაფინანსება მეტ პოლიტიკურ დივიდენდს მოიტანდა. ისიც გვესმის, რომ დიდ პოლიტიკაში მთავარია გადაწყვეტილებებისთვის მართებული დროის შერჩევა და საკითხების მაშინ გადაწყვეტა, როდესაც ის მომწიფდა და გლობალური ვითარება ხელს გიწყობს. ამას მხოლოდ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები აკთებენ, რათა ქვეყანა, ხალხი და საკუთარი თავიც გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ დააყენო.

ივანიშვილმა "ქართული სუვერენული პროექტი"-ს დაწყება გამოაცხადა. ლოგიკურად უნდა ველოდოთ ახალ ეკონომიკურ პროექტს, მერიტოკრატიას, განათლების სისტემის სიღრმისეულ რეფორმას, კულტურის სფეროს ქართულ სივრცეში დაბრუნებას, ჯანდაცვის სისტემის და ფარმაცევტიკის მკაცრ კონტროლს და რეფორმას, სახელმწიფო უწყებების აგენტურისგან წმენდას და ბევრ სხვა ნაბიჯს.

"ქართული პროექტის" წარმატების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი უკვე ნაციონალური ლიდერი გახდება - ეს ის სტატუსია, სადაც არ ირჩევენ, არც ნიშნავენ. ამ სტატუსს ხალხი ანიჭებს.

როგორც მითხრეს, გუშინდელ შეკრებაზე 200,000-ზე მეტი ადამიანი იყო (მოგვიანებით ციფრს თავად დავთვლი პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით). ხალხი ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით იდგა. ეს კი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 7%-ია. ძალიან დიდი ციფრია საჯარო შეკრებისთვის. მსგავსი რამ საქართველოში მხოლოდ 2012 წელს სააკაშვილის გაძევების წინ და გაძევების შემდეგ სახალხო ზეიმის დროს მახსოვს. ხალხის მხარდაჭერა "ქართულ პროექტს" დიდი აქვს.

ივანიშვილის გამოსვლას რაც შეეხება: მან მეტროპოლიას დაუმორჩილებლობა უკვე ოფიციალურად გამოუცხადა. კონტრშეტევა მოსალოდნელია, მაგრამ ერთობით ფონს გავალთ.    საქართველო კოლონია აღარ იქნება!

ძირითადი თეზისები ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლიდან:

  • მერაბ კოსტავა: „თუ დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწყვეტთ, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“
  • საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!
  • 2004-2012 წლებში ქვეყანას გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა.
  • სააკაშვილის არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება სინამდვილეში გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული.
  • უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იმავე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ.
  • რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა
  • ნერუ: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა“
  • „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს.
  • საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
  • სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.
  • ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის (სახელმწიფო გადატრიალებისთვის) უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.
  • „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს.
  • რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული.
  • გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს.
  • საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
  • არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი.
  • 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.
არაგველი641 მადლობა ირაკლი გოგავას! ძაან სასიამოვნო ანალიზია!
7 თვის უკან
trampi ამათ მანამ არ მიაჭერენ, მანამდე ლენჩები არიან...დაჟე მერეც
რაღას უყურებენ ესენი ..................... გაუშვით მოდელირებული ქრონიკის სტილით 26 მაისის კადრები ............. გაუშვით
გაუშვით. გაუშვით მანამ საქართველოს ბოლომდე არ დაგაჯვამენ შინაური გარეული მტრები.....
7 თვის უკან