„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე პიტერ შმეიხელი მიიჩნევს, რომ მანჩესტერულმა კლუბმა ყურადღება უნდა მიაქციოს თომას ტუხელს ან იურგენ კლოპს, თუ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის შეცვლას გადაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ კლოპი ამ სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს, ტუხელი კი - „ბაიერნს.“
„მომწონს თომას ტუხელი. მას რამდენჯერმე ვესაუბრე და ვფიქრობ, ფეხბურთის წარმოუდგენელი ცოდნა აქვს. შესაძლოა, თომასს ცოტა არ გაუმართლა, როცა ისტორიის ნაკლებად იღბლიან პერიოდში ორ დიდ კლუბში მოხვდა. მაგრამ მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ეს ბევრს ამბობს.
პატივსაცემი მენეჯერია, ისევე როგორც კლოპი. „მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ მთავარ მწვრთნელს რომ ეძებდეს, მაშინ ტუხელი ნამდვილად არ არის დასავიწყებელი. ბოლოს და ბოლოს, მაგარი სპეციალისტია, არა?
იურგენ კლოპიც. ის ასევე შეიძლება იყოს შესანიშნავი არჩევანი „იუნაიტედისთვის", - ციტირებს შმეიხელის სიტყვებს Mirror.