ენ ჰეთეუეიმ ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 5 წელია, ალკოჰოლი არ მიუღია. მსახიობის თქმით, ალკოჰოლური სასმლის მიმართ ინტერესი მას შემდეგ დაკარგა, რაც 2018 წელს ნაბახუსევმა ძალიან შეაწუხა. The New York Times-თან ინტერვიუში 41 წლის მსახიობმა თავის ასაკზეც ისაუბრა.
"ამაზე ხშირად არ ვსაუბრობ, მაგრამ უკვე 5 წელია, რაც ფხიზელი ვარ. ცხოვრებაში ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპია და 40 წელს ზემოთ ყოფნა ნამდვილი საჩუქარია. არ მინდა, ამ ეტაპს "საშუალო ასაკი" ვუწოდო, რადგან ამ სიტყვების ჯიუტი დამცველი შეიძლება გამოვჩნდე, შემდეგ კი მანქანა დამეჯახოს. ჩვენ არ ვიცით, არის ეს თუ არა საშუალო ასაკი, ჩვენ არაფერი ვიცით", — განაცხადა ენ ჰეთეუეიმ.
ენ ჰეთეუეი ახალ ფილმზე, სახელად The Idea of You-ზე, მუშაობს. ენი ფილმში განქორწინებული დედის როლს ასრულებს, რომელსაც მასზე ასაკით პატარა და ცნობილი კაცი უყვარდება. ენის პარტნიორის როლს ფილმში მსახიობი ნიკოლას გალიცინი თამაშობს.
The Idea of You-ის მსოფლიო პრემიერა 2 მაისს შედგება.