ტეილორ სვიფტი ისტორიაში პირველი მომღერალი გახდა, რომლის სიმღერებიც Billboard Hot 100-ის ტოპ 14 ადგილს ერთდროულად იკავებს.
ყველა კომპოზიცია შემსრულებლის ახალი ალბომიდან The Tortured Poets Department არის. ჩარტში პირველ ადგილს პოსტ მელოუნთან კოლაბორაცია Fortnight იკავებს.
სვიფტმა საკუთარი რეკორდი დაამხო - 2022 წელს სიმღერებმა მისი ალბომიდან Midnights ჩარტის ტოპ ათეული დაიპყრო.