რადიკალური ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდან გადის და სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებს

რადიკალური ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდან გადის და სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს, შესაბამისად, ოპოზიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, ხელი შეუშალონ „ანტიკონსტიტუციური“ კანონის მიღებას. ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მთელი დასავლური ცივილიზაცია დგას ოპოზიციის გვერდით და ამიტომ, გააპროტესტებენ იმდენ ხანს და იმ ფორმით, კონსტიტუციის ფარგლებში, რისი უფლებაც აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეს.

რადიკალური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული სამოქალაქო სექტორი ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის რატი ამაღლობელის განცხადებით, რუსული კანონის მიღებას მიიჩნევენ ხელისუფლების კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლად, თუ ჩაინიშნება პლენარული მოსმენა, საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შეუშალონ „ანტიკონსტიტუციური“ კანონის მიღებას.

„მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობისა. ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ, გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ ჩანიშნოს მეორე პლენარული მოსმენა. თუ 29 აპრილს პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს რუსული კანონის მეორე პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას.

ხელისუფლებამ იცოდეს, რომ მეორე პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რათა წინ აღვუდგეთ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტურას, ძალა ერთობაშია“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

რადიკალიზმზე და დაუმორჩილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომლის განცხადებით, სამიზნე არის, „ქართული ოცნება“ იმგვარად დაზიანებული გამოვიდეს ამ პროცესიდან, რომლითაც წარმოუდგენლად აზიანებს საქართველოს, რომ წელში ვერ გაიმართოს.

„სავსებით ცხადია ყველაფერი. ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ ვირჩევთ „ქართული ოცნებისგან“ თავისუფალ საქართველოს. არა რუსულ მთავრობას. არა რუსულ კანონს - ეს ყველაფერი გასაგებია, ცხადია და ეგრე უნდა იყოს, მაგრამ ვიდრე „ქართული ოცნება“ არ წავა, ჩვენ ევროპაში ვერ მივალთ. ასე რომ, ჩვენ არ ვაპირებთ მიმართულების შეცვლას, „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. სამიზნე არის, რომ „ქართული ოცნება“ იმგვარად დაზიანებული უნდა გამოვიდეს ამ პროცესიდან, რომლითაც წარმოუდგენლად აზიანებს საქართველოს, რომ წელში ვერ გაიმართოს, ეს არის მიზანი და ეს მიზანი შესრულდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ, რომელიც არასანქცირებულია, მიიღო ძალადობრივი ხასიათი. შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დადგენილ ნორმებს, თუმცა უკვე იკვეთება ძალადობის ნიშნები. კერძოდ, აქციის ორგანიზატორების მითითებით მონაწილეები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხოფას აყენებენ პოლიციის წევრებს და ღია კონფლიქტში შედიან ძალოვანებთან.

ანალიტიკოსის გია აბაშიძის განცხადებით, აშკარად იკვეთება, რომ რადიკალ უსამშობლოებს სურთ 29 აპრილის სახალხო შეკრების ჩაშლა.

„აშკარად იკვეთება, რომ რადიკალ უსამშობლოებს და მათ მიერ გაბითურებულებს სურთ 29 აპრილის სახალხო შეკრების ჩაშლა უბინძურესი პროვოკაციებით, რაც მაინც ვერ გამოუვათ. თუმცა, შესაძლოა, პარლამენტთან სპეციალურად მოწყობილი სცენა და ინვენტარი დააზიანონ და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ექსტრემიზმის ორგანიზატორები და დამფინანსებლები ღალატის პარტიიდან ვერაფრით გააჩუმებენ ქართული საზოგადოების ჯანსაღ აზრს და მათი ნებისმიერი კანონდარღვევა აღიკვეთება კანონის ძალით. ასე რომ, ტყუილად აქვთ მორიგი საპნის ბუშტის ეფექტის მსგავსი იმედი აგენტოკრატიის მონებს“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, უკვე მერამდენედ, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობა ნაცებისაგან, ამჟამად, დავალებული აქვს ტუალეტკულტელ მწერლებს, მეხუთე კოლონის ძირძველ წარმომადგენლებს ბუღაძეს და ამაღლობელს.

„ამ ნაძირალების მიზანია პოლიციის გამოწვევა, შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე და მერე სისხლისღვრის პროვოცირება, რათა შემდეგ იძახონ, რომ ხედავთ, სისხლიან მოედანზე შეიკრიბნენო. მოკლედ, სახეზეა ნეოტროცკისტ ნაძირალათა ხროვა, რომლებიც პერმანენტულ შეტევას ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე. სავარაუდოდ, ესენი არ დაერიდებიან თავიანთ რიგებში, რომელიმე მონაწილის მკვლელობასაც კი! ამიტომ, მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა ისახელმწიფოს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

ლაზი კოლონიალიზმის ახალი ეატპია დაწყებყლი. ნეო, უკვე გავიარეთ. ამ ეტავპს პირობითად ულტრა კოლონიალიზმი შეოიძლება წუწოდოთ. იქედან მოდის საფრთხე, თორემ ეგენი რისი გადამტრიალებლები არიან.
რაც შეეხება საყოველთაო, სახალხო შეკრებას, შედგა და თანაც ძალიან შთამბეჭდავად.
7 თვის უკან
არაგველი641 ჩვენს ახალგაზრდა მთავრობას ვუსურვებ წარმატებას!
მათ ისეთი მხარდაჭერა და სტიმული მიიღეს მოსახლეობისაგან, რომ მათ ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს!
გაუმარჯოს საქართველოს!
7 თვის უკან