საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა შვედეთის ელჩ დიანა იანსესთან.

შვედეთის ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს შვედეთისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.