„ცინიკური ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ჯალათი, გვარამია, ევროპარლამენტარების ნაწილთან ერთად, დემოკრატიაზე საუბრობს“

„ცინიკური ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ჯალათი, გვარამია, ევროპარლამენტარების ნაწილთან ერთად, დემოკრატიაზე საუბრობს“

„საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა „რუსული აგენტების“ კანონი“ - დაგვმოძღვრა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგიდან. როგორც ცნობილი ხდება, ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. ამ ეტაპზე ცნობილია ოთხი დოკუმენტის პროექტების შინაარსი.

თუ „აგენტების კანონს“ საბოლოოდ მიიღებენ: დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებს; გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, შეუწყდეს ქვეყანას ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება - ამ მიმართულებებზე მსჯელობს ევროპარლამენტი.

რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება, მანამდე კი დაგეგმილია დებატები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით.

ამ მოწოდებების ავანგარდში კი პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამიაა.

„მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა“, - განაცხადა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე და

საერთაშორისო პარტნიორებს უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში პერსონალურ ზომებისკენ მოუწოდა მათ მიმართ, ვინც საქართველოში „დემოკრატიას ძირს უთხრის“.

რეზოლუციის ავტორები არიან დეპუტატები ევროპის სახალხო პარტიიდან: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, იზაბელ ვიზელერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანდჟეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეს ხილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა, ეუჯენ ტომაკი.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპელი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა: „დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ასეთი ოდიოზური პოლიტიკოსები არიან გათავხედებული სწორედ იმის გამო, რომ არის ჩაკეტილი წრე, სიცრუის ჩაკეტილი წრე. ეს სიცრუის ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და მათ შორის ამას ემსახურება ის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული სამი მოსმენით“.

რამდენად არის ამ ნაბიჯზე ევროკავშირი წამსვლელი და იქნება თუ არა რამდენიმე ევროპარლამენტარის სურვილი განხორციელებული, პროგნოზის გაკეთება უჭირს ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს. ის for.ge-სთან აცხადებს, რომ, რადგან ევროპაში საქართველოსთან დაკავშირებით ტემპერატურა ძალიან მაღლაა აწეული, ამიტომ გამორიცხული არაფერია.

„მე მისაუბრია ევროპარლამეტარებთან და ხშირად მათაც კი არ იციან რა გადაწონის და რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვითარება ისეთი შეიქმნა, რომ ამის გამორიცხვა შეუძლებელია. დასავლეთში საქართველოსთან დაკავშირებით უკვე ისეთი პოლიტიკური გრადუსია აწეული, რომ ზუსტად რამის პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც სიმართლის და ჭეშმარიტების მაძიებლებმა ვთქვათ, რომ მიუხედავად სააკაშვილის რეჟიმის დროს, მასობრივი დარღვევებისა და ადამიანის უფლებების შელახვის მხრივ, არც ერთხელ არ შეკრებილა ევროპარლამენტი ასეთი ფორმით, რომ რაიმე სანქციები სააკაშვილისთვის დაედოთ. ახლა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ისტორიაში ქვეყნის დიდ მეცენატს და ქველმოქმედს უნდა დააკისრონ სანქციები, ძალიან ცინიკურია. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში, საქართველოში არავის აწამებენ, არავითარი დარღვევები არ არის, ხალხს ქონებას არ ართმევენ. გარდა ამისა, საქართველოს სასამართლო რომ დამოუკიდებელია, მსოფლიო ინდექსით ეს უკვე შეფასებულია“,-ამბობს მამრაძე.

აქამდე, ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების, ივანიშვილის დასანქცირების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთი ამ ნაბიჯს არ დგამდა. ახლა რამდენად შეიძლება ამ ნაბიჯზე წავიდნენ, ამაზე მამარაძე ამბობს, რომ ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილების მიღება, უკიდურეს ნაბიჯი იქნება.

„ახლა უკვე სულ სხვა დუღილი დაიწყო. ეს არ არის ბრძოლის ის რაუნდი, როდესაც იძახდნენ, რომ ე.წ. წამებული სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ევროკავშირში არ მიგიღებთო. ახლა უფრო რთული სიტუაციაა. როცა პერსონის დასანქცირებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირი მტკიცებულება სჭირდებათ. ამ მხრივ უცხოელებთანაც მისაუბრია და ამბობენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ადამიანი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერია, საპატიო მოქალაქე და ა.შ. ამიტომ პოლიტიკური მდგენელი სამართლებრივს გადაწონის თუ არა, რთული სათქმელია. ცინიკური ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ჯალათი, დავალებების უბადლო შემსრულებელი ნიკა გვარამია, რომლის განაჩენის სამართლიანობაც სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, ევროპარლამენტში დგას, გვერდით ევროპარლამენტარები უდგანან და დემოკრატიაზე საუბრობს. გულანთებული გვარამია საუბრობს იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს ქვეყანაში და ა.შ. ბარემ ამ ევროპარლამენტარებს გვერდით კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი დაეყენებინათ. ეს ხომ მარაზმი და ჩვენი ხალხის დაცინვაა“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ თუკი რეზოლუციაში მოცემული მოთხოვნები შესრულებული იქნება ევროკომისიის მხრიდან და საქართველოს გაუუქმდება ვიზალიბერალიზაცია, დაფინანსება, მაშინ ეს საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასვლურ განწყობას გააღვივებს.

„დასავლეთში არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგფები, რომლებიც ამ რისკებს აანალიზებენ. ამიტომაც იყო, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. მე მახსოვს სამადაშვილმა პირდაპირ ეთერში როგორ თქვა, რომ ისინი უხსნიდნენ პარტნიორებს დასავლეთში, საჭიროა საქართველოს დასანქცირება, ისინი პასუხობდნენ, რომ ამით საქართველოს ხომ უბიძგებენ რუსეთს უფრო დაუახლოვდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად აზროვნებენ და კარგად ხვდებიან, რომ ასეთმა სანქციებმა და მეთოდებმა, შესაძლოა, ხალხი გააღიზიანოს და ეფექტი სულაც არ ჰქონდეს. პირიქით, შესაძლოა, მათვე უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდეთ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები გადაწონიან ამ ანგაჟირებულ ევროპარლამენტარებს და საქმე აქამდე არ მივა“, - ამბობს მამრაძე.

 

არაგველი641 თუკი მასე მოხდა და ევროპაელამენტმა დაასანქცირა თუნდაც ერთი ჩვენი მოქალაქე, მაშინ ევროპა საქართველოს წევრობის ღირსი არ ყოფილა და ჩვენ მოგვიწევს ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ჩვენთან მეგობრობა ბევრ სხვა ქვეყანას უნდა!
4 კვირის უკან
ლევკოთეა ევროპა რომ გამოგირჩებულია, ვიცით. მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი.
მაინც არ მჯერა, რომ საღად მოაზროვნეები უმცირესობაში არიან მათთან და ამხელა შეცდომას დაუშვებენ საქართველოს წინააღმდეგ.
4 კვირის უკან
robot გვარამია რომ დემოკრატიაზე ისაუბრებს..... ღმერთი რატომ არ გაიცინებსო
4 კვირის უკან