გიორგი მიქაუტაძე:

გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ, ვეცდები, ყოველთვის გადამწყვეტი ვიყო"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ჰავრთან“ მოგების (1:0) და გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდს ლიგა 1-ში დარჩენაში დაეხმაროს.

„ყველაფერი გავიღეთ და როგორც იქნა, გამოვდივართ ამ რთული მდგომარეობიდან, კარგი შეგრძნებაა. ყველანი ბედნიერები ვართ. აქამდეც ვთქვი: იმისთვის დავბრუნდი, რომ „მეცი“ ლიგა 1-ში დამეტოვებინა და ვეცდები, ყოველ ტურში გადამწყვეტი გოლი გავიტანო“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, დაბრუნების შემდეგ ეს მეორედ მოახერხა. ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მეშვიდე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 29 ქულით გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილს“ დაუპირისპირდება.