დაჭრილი სამხედროები „შატო მუხრანში“ (ვიდეო)

დაჭრილი სამხედროები „შატო მუხრანში“ (ვიდეო)

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფორმატის ფარგლებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მორიგი ღონისძიება გაიმართა.

კომპანია „შატო მუხრანმა“ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა.

სამხედროებთან ერთად ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ღვინის მარნები დაათვალიერეს და კომპანიის მიერ წარმოებული ქართული ღვინოებისა და სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების დამზადების ტექნოლოგიებს გაეცნენ. მოგვიანებით მათ კომპანიის ტერიტორიაზე მდებარე საჯინიბოც დაათვალიერეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა საკოორდინაციო ჯგუფის და „თი-ბი-სი ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. სამხედროებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები მუდმივად ტარდება, რაც დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებასთან სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.