გამოგვივა თუ არა ევროინტეგრაცია ქართული ღირებულებებით?!

გამოგვივა თუ არა ევროინტეგრაცია ქართული ღირებულებებით?!

ევროკავშირის ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის თუ არა, რომ მათთან ინტეგრაცია ჩვენ გვინდა ქართული იდენტობის, ტრადიციების და სუვერენიტეტის სრული დაცვით და ამ ღირებულებების გარეშე ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენთვის აზრს კარგავს?!

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „მეგობრებო, არ შეხვიდეთ შეცდომაში, ეს არის სუფთა ქართული კანონი და რადიკალები ამიტომ ებრძვიან მას, ისინი ებრძვიან ქართულ სუვერენიტეტს და სურთ, ქვეყანა იყოს მეორადი, ცალ ფეხზე მდგომი“.

რამდენად რთულად აღსაქმელია ევროპელებისთვის, რომ მათთან ინტეგრაცია გვინდა, ოღონდ ქართული ტრადიციების, იდენტობის და სუვერენიტეტის დაცვით?!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავად ევროპის შუაგულში, ევროკაშირში პრობლემაა სუვერენულ წევრ ქვეყნებსა და ბრიუსელს შორის, როდესაც სხვადასხვა ქვეყნები თავიანთი კანონმდებლობით თუ პოლიტიკით იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუქარები, სანქციები, უმეტეს შემთხვევაში, არ ჭრის. მაგალითად, ევროკავშირის მუქარები არ ჭრის უნგრეთის, სლოვაკეთის, იტალიის, პოლონეთის შემთხვევაში, სადაც მთავრობა შეიცვალა.

„აქ არის ერთი ფუნდამენტური პრინციპი, კერძოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს ასეთი პროცესი, რომ სუვერენიტეტის მომხრეები ეწინააღმდეგებიან გლობალისტებს, ეს ტენდენცია საქართველოში ახლახანს შემოვიდა. რაც შეეხება იმ საკითხს, ქართული ტრადიციებით შესვლა შეგვიშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციაში, ვფიქრობ, მუქარებისა და გაფრთხილებების ფონიდან გამომდინარე, ეს მაინც არაფერს ნიშნავს, რადგან თავად ევროკავშირშირი აღმოჩნდება მერე ცაიტნოტში იმის გამო, რომ კანდიდატი ქვეყანა - ანუ საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას, დავალებას და რეკომენდაციას, რაც დაგვისახეს, თუმცა როცა გადადგა საქართველომ სუვერენიტეტისკენ ნაბიჯები, რატომღაც არაევროპულად ჩაგვითვალეს ეს ნაბიჯები. ეს მაშინ, როცა მსგავსი და გაცილებით ხისტი კანონები მუშაობს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრიაში, ავსტრალიაში და განიხილება თავად ევროპარლამენტშიც კი. ანუ აქ თავად წააწყდებიან იმ გაუგებარ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სხვადასხვა სტანდარტების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივნისში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ევროპარლამენტში, ახალი ევროპარლამენტი აირჩევს ახალ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ჰქვია ევროკომისია. ამდენად, უნდა დაველოდოთ ამ რამდენიმე თვეს და ვნახოთ, ძალთა როგორი ბალანსი იქნება თავად ბრიუსელში და როგორი იქნება შემდგომი ე.წ. მუქარები, თუ შეშფოთებული რეკომენდაციები. პირველ რიგში, ეს ავნებს თავად ბრიუსელს და იმ ასპირანტ ქვეყნებს, რომელთაც სურთ ევროპულ ოჯახში შესვლა. ევროპულ ოჯახში ყოფნა კი ნიშნავს, პირველ რიგში, სუვერენიტეტის დაცვას და ევროპული ღირებულებების გაზიარებას.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რატომღაც ევროკავშირის ქვეყნების ელიტებში ამ ეტაპზე დამკვიდრდა აზრი, თითქოს ეს არის რუსეთის და, კონკრეტულად, კრემლის კარნახით განხილული და მიღებული კანონპროექტი და, რომ რუსეთის კარნახით საქართველოს ხელისუფლებამ პირველი წაკითხვით მიიღო ეს კანონი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აპროტესტებს ქართველი ხალხის ნაწილი, ასევე, დასავლეთში კაცი არ დარჩა, არ ეთქვათ ქართველებისთვის, არ მიიღოთ ეს კანონი და ამით არ ჩახერგოთ თქვენი გზა ევროპისკენო.

პეტრე მამრაძის თვალსაზრისით, დასავლეთის მხრიდან გამოხატული ასეთი რეაქცია ძალიან ცუდია პიარის თვალსაზრისით, რადგან ზოგიერთი ამბავი აბსოლუტურ ტყუილზეა აგებული, მათ შორის, ტყუილზეა აგებული ინფორმაცია სააკაშვილის „შიმშილობის“ შესახებ, რომელიც ლუქს ნომერში, საუკეთესო კლინიკაშია და იქაც აწვალებს პერსონალს.

„სიენენზე“ ვხედავდით, სააკაშვილი როგორ დახოხავდა, ვითომც ვერ დგებოდა ფეხზე. ასეთი სიყალბე გასაკვირი არ იყო. მაგალითად, ახლახანს ირანში ტელევიზიით აჩვენებენ, როგორ დაანგრიეს ისრაელი, იწვის ყველაფერი. სინამდვილეში, ეს არის ყალბი ინფორმაცია და ისრაელის ნაცვლად, აჩვენეს შარშანდელი კადრები, როცა ტეხასში იწვოდა ტყე. მთელი ირანელი ხალხი ჭკუაზე არ არის, ქუჩაში დახტის და ზეიმობს, ისრაელს რა ვუქენითო. ამ დროს ვერც ერთი რაკეტა ვერ ჩამოაგდეს ისრაელში. ასეთივე სიყალბეა საქართველოსთან მიმართებითაც. სამწუხაროდ, ევროკავშირში დამკვიდრდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა კრემლს და ასრულებს კრემლის დავალებას. კრემლის, ანუ პუტინის დავალებას თუ ასრულებ, მაშინ ევროპაში რა გინდა, ასეთნაირად ფიქრობენ ევროკავშირში“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.

trampi არ გამოვა და იმათი ოხერი დედაც
მოზამბიკს შევეკრათ მოზამბიკს, დიდი ხანია მოზამბიკი მიყვარს
1 კვირის უკან