„გილოცავთ ახალ „ნიკნეიმს“ - „სალომე დაპაშოლებული“ - პრეზიდენტი მორიგ ვეტოს აანონსებს

„გილოცავთ ახალ „ნიკნეიმს“ - „სალომე დაპაშოლებული“ - პრეზიდენტი მორიგ ვეტოს აანონსებს

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღვოდა წინ. კანონი, რომელიც ჯერ ძალაში არ არის შესული, პრეზიდენტი ვეტოსთვის ამზადებს. სალომე ზურაბიშვილი BBC News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ხალხის ხმა არის.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა და სთხოვა, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ. ზურაბიშვილის მოწოდების მიუხედავად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა. თუმცა, მან ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა. ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ხელისუფლებას ღიად უპირისპირდება და მხარდაჭერას უცხადებს რადიკალურ ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ ზღვარს სცდება, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან, როგორც ჩანს, საქართველოს სახელმწიფოდ არ მიიჩნევს.

„საერთოდ, სასწაულია უკვე, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვარს სცდება. გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. არც კი ვიცი, საერთოდ ასეთი გამოცდილება ისტორიაში თუ არსებობდა. არ მინდა შევადარო რაღაც ცენტრებს და ასე შემდეგ, მაგრამ ცენტრში როცა მიდიოდა ჩივილები, ეს გვახსოვს მაშინ, როცა 30 წლის წინ საქართველო იყო ნაწილი საბჭოთა კავშირისა. ეს მიდგომა თუ აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს, თან სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან? სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება გვაქვს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანას სახელმწიფოდ არ მიიჩნევს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არ მიაჩნია, რომ იმ ხალხმა, რომლის წარმომადგენელიც არის საქართველოს პარლამენტი, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა შემდეგ დაარწმუნონ ქართველი ხალხის ლიდერები, რა კანონი მიიღონ და რა არ მიიღონ.

„ზუსტად, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა, როცა ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს ამ ჯგუფიდან მიაჩნია ისე, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთოს და რა არ აკეთოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, უნდა დაელოდოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც რეალურად რეფერენდუმი იქნება ამ კანონთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კანონის სახალხო ლეგიტიმაციას, თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ტერორისტების მფარველი ზურაბიშვილი თავისი მორიგი ზონდერის ხელით მოსაკლავად იმეტებს ქართველ პოლიციელს და მიმართავს შარლ მიშელს თხოვნით - ხვალ მოიწვიოს ევროსაბჭოს სხდომა თავისი კრიმინალური ქმედებების გასაპრავებლად, საქართველოს ერთი იმპერიის ხელში მიტოვებული მენშევიკების საქმის ბოლომდე მიყვანის და მისი ახალ კოლონიად გადაქცევის მიზნით.

„როცა იქაც კი „დაგაპაშოლეს“, აქ „ბლატაობას“ რა აზრი აქვს? გილოცავთ ახალ „ნიკნეიმს“ - „სალომე დაპაშოლებული“. რეკორდს მოხსნით მალე ქართულ ისტორიაში მეტსახელების რაოდენობით. მერე ისღა დაგვრჩება - საუკეთესოზე კონკურსი გამოვაცხადოთ და ოქტომბერში გამარჯვებული „კლიჩკით“ დაგიკანონოთ სანაგვეზე კუთვნილი ადგილი“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ასეთია მოღალატის ბედი სუვერენიტეტისაკენ მიმავალ ქართულ სახელმწიფოში. „მოღალატე არავის არ უყვარს, არავინ არ აფასებს და რაც მთავარია, მის პატრონებს სძულთ, ვინაიდან იციან, რომ მათაც პირველი შესაძლებლობისთანავე უღალატებს, როგორც კი ამის ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა და ახალი პატრონები გამოუჩნდება“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

ლაზი იყენებს ქალი სიტუაციას. რომ ჩამოიყვანეს მზეზე ნაყრელ ჩამიჩს გავდა და ძლივს დადიოდა, ახლა ნახეთ რა გატკიცინებულია. სააკაშვილზე ნაკლები ბოტოქსები თხამ შეჭამოსო. აბა!
6 თვის უკან
trampi გეგა კობახიძის დედა ამის დაქალი იყო
ამ ყველაფერს ის ქალი ნეტა როგორ უთმენს?? ან არაფერს ეუბნებაააა
შეიშლება ეხლა აღარც დაქალობენ
6 თვის უკან
trampi შეიძლება ეხლა აღარც დაქალობენ
6 თვის უკან
ცუგო- საერთოდ, ვინც მის ადმინისტრაციაში დარჩა, ნაცის გარდა, თავმოყვარეობა და ღირსება აქვს? მარტო ხელფასია ყველაფერი?
6 თვის უკან