მადრიდის „რეალის" ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ესპანურ კლუბში მის თამაშზე ისაუბრა.
„თუ მადრიდის „რეალში" ხარ, უნდა გაუმკლავდე კრიტიკას. თუ აქ ხარ, შეგიძლია აჯობო ყველაფერს. ყოველდღე ვიცვამ „რეალის" მაისურს და ვგრძნობ, რა სასიამოვნოა. ასეთ რამეზე ვერასოდეს ვიოცნებებდი!” - ციტირებს ტვიტერზე ბელინგემის სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი მადრიდული კლუბის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს გახდა. ინგლისელი ესპანურ კლუბში დორტმუნდის „ბორუსიიდან“ გადავიდა.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯუდის მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გუშინ, 17 აპრილს „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტის“ მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერაში 4:3 მოუგო (ძირითადი და დამატებითი დრო - 1:1, პირველი მატჩი - 3:3) და ნახევარფინალში გავიდა. ერთ-ერთი პენალტი ბელინგემმა გაიტანა.
ნახევარფინაში „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.