„ამ ხალხს სისხლი და „ტრუპები“ იმდენად უყვართ, რომ ოპოზიციაში მყოფებსაც კვლავ მის მოთხოვნა აქვთ - არ გამოუვათ!“

„ამ ხალხს სისხლი და „ტრუპები“ იმდენად უყვართ, რომ ოპოზიციაში მყოფებსაც კვლავ მის მოთხოვნა აქვთ - არ გამოუვათ!“

ვის ინტერესებშია ქვეყანაში დესტაბილიზაციის და დაპირისპირების გამოწვევა? რატომ ალაპარაკდა ოპოზიცია და მათი ლიდერები აქციაზე სისხლის დაღვრაზე და პროცესების რადიკალიზების რა გეგმას ამუშავებენ ისინი?

მმართველი გუნდი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება მოდიოდეს აგრესია.

მათი თქმით, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც აქციებზე მომზადებულები დადიან, ხოლო ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებდნენ.

უმრავლესობის ლიდერი მამაუკა მდინარაძე პირდაპირ ასახელებს სახელებსა და გვარებს, რომლებიც ამ პროვოკაციულ ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ და მათ მიერვე დატრეინინგებულ ახალგაზრდებს უთითებდნენ, როგორ მოეხდინათ სამართალდამცველების და სპეცრაზმელების პროვოცირება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ მიმართა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიოს, რადგან აღნიშნული კანონის მიღება ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს.

„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი. ხალხი, რომელიც ახლა უკან დგას, წინააღმდეგი არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსული კანონია.

ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ვინც არიან აქ, უმრავლესობა, ვაფრთხილებ, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

მამუკა მდინარაძის ინფრომაციით, დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე არიან ის პირები, რომლებიც აქციაზე რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ, რათა პროვოკაცია მოეწყოთ. ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ.

„მაგალითად, არის ასეთი სინთეზი - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც „ფრანკლინის კლუბთან“, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ამ „ფრანკლინის კლუბიდან“ „მომავლის თაობა“ თუ რაღაც ქვია, არის ალექსანდრე ზიბზიბაძე, გუშინაც იყო ლაპარაკი. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. გუშინ, ეს ბიჭები, ვინც მე დავასახელე, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში. შენ რომ იცავ, ვალდებულება გაქვს, იმიტომ, რომ შენც ისინი გაფინანსებენ. მტკიცებულებები გინდა? მე ვცდილობ, ხალხს გავაგებინო სიმართლე თქვენი სიცრუის და ბოროტების წინააღმდეგ. ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ დევი ჭანკოტაძე არის ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლების გადატრიალების დროს, 90 წლების დასაწყისში, ქაშუეთის ეკლესიიდან პარლამენტის შენობას ცეცხლს უხსნიდა, მას ამაზე სინანული არასდროს გამოუთქვამს და არ უთქვამს რას განიცდიდა მაშინ.

„როდესაც „იუესაიდმა“ შარშან ვითომ და კულტურის წარმომადგენელბთან ტრენინგის ჩასატარებლად ჩამოიყვანა კანვასის პოლიტექნოლოგები, პირდაპირ საუბრობდნენ, იმაზე რომ თუკი იქნება გადატრიალების დროს მსხვერპლი, არა უშავს, ხდება ხოლმეო. ისინი ტრენინგზე ამბობდნენ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში მსხვერპლი არ არის იმდენად მტკივნეული, ისინი უფრო უშიშრები არიან და ყველაფერზე წავლენო. ანუ ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივაო. იგივე გენერალი დევი ჭანკოტაძე გველაპარაკება მსხვერპლზე, როდესაც ვანო მერაბიშვილისთვის ერთი ორი ტრუპი არაფერს არ ნიშნავდა. როდესაც 26 მაისის სისხლიანი დემონსტრაციის დროს, მოკლული ადამიანები მეტროს თავზე დააწყვეს და ოჯახის წევრებს ამაზე ხმის ამოღებაც კი აუკრძალეს. ეს ყველაფერი ხომ ფაქტია და ვიცით. ამიტომ ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ გენერალს უბრალოდ სიტყვა გაექცა, ცდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სისხლის ღვრაზე ხელი არ აუკანკალდებათ. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, განსხვავებით იმ წლებისგან, როდესაც ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ჯალათები და ზონდერები სწორედ ჭანკოტაძის სამსახურში იყვნენ, დღეს ხელისუფლება შეიცვალა და ის გამოუვათ, რასაც ოცნებობენ.

„ამ ხალხს სისხლი და „ტრუპები“ იმდენად უყვარს, რომ ოპოზიციაში მყოფებსაც კვლავ მის მოთხოვნა აქვთ. ის, რომ ვიღაცა გარდაიცვალოს ამ აქციების დროს და ამან საერთო საზოგადოებრივი მუხტის წამოწევა მოჰვეს, არ გამოუვათ. ყველამ ვიცით ვინ ვინ არის და ვის რა სწყურია. ვიცით ვინ დგას ზიბზიბაძის უკან. ეს არის „ფრანკლინის კლუბი“, ტერორისტების საამქრო. ხოლო ჩიქოვანის უკან დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც მისი სიძეა. სწორედ მისი მეშვეობით ხდება ამ ტრენინგების და აქციების დაფინანსება. არაერთ ტრენინგზე საერთოდ იარაღის ხმარებასაც ასწავლიან. მოლოტოვის კოქტეილის გაკეთებას და მის ხმარებას. ხელისუფლება და სპეცსამსახურები მოუმზადებელი რომ იყოს, კიდევ შეიძლება რაღაცეები გაგვიკვირდეს. საზოგდოებამაც კარგად იცის, რომ ამათ ერთ მეტრზე არ უნდა ენდონ. ისე გამოიყენებენ ახალგაზრდებს და მიატოვებენ, თვალს არ დაახამხამებენ. ამიტომ ყველა დარწმუნებული იყოს, რომ ჭანკოტაძის და მისნაირი სახელმწიფოს გადამტრიალებლების ოცნებები ვერ ახდება“,-ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა არჩევნები კარზეა მომდგარი, საზოგადოებაში რევოლუციური სცენარის არსებობა უფრო დამაჯერებლი ხდება. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ოპოზიციის რადიკალიზმი და დესტაბილიზაციისკენ ცდუნება მიუღებელია. შესაბამისად, მათ მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო, ეს შიში აქციების პარალელურად მძაფრდება.

„არჩევნები ახლოვდება და, რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლაზეა გადასული. თუკი აქციები უმართავ სახეს მიიღებს, საზოგადოებას ექნება უკურეაქცია და არჩევნებზე შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ე.წ. ჩამოუყალიბებელმა ამომრჩეველმა, რომელიც უფრო მეტად აკვირდება პროცესებს და ანალიზს აკეთებს, ხმა მმართველ გუნდს მისცეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ეს პირიქით დააზიანებს. დესტაბილიზაციის პარტია ხელისუფლებაში არ აირჩევა. ამის ანალიზი ოპოზიციამ კიდევ ვერ გააკეთა და ისევ იგივე წრეზე წასვლას ცდილობს.

დესტაბილიზაციისკენ წასული აქცია საზოგადოებაში ხიფათის განცდას აჩენს. მეორე მხრივ, ეს კანონი შესაძლოა ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ კარგი ბერკეტი გახდეს იმის არგუმენტად, რომ მმარველი გუნდი პრორუსულია და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. თუმცა ამ არგუმენტსაც ვადა და ყავლი აქვს გასული, ამიტომ თუკი აქციებზე იქნება რადიკალიზმი, პატარა დაპირისპირებები პოლიციასთან, ოპოზიცია ამ შესაძლებლობასაც დაკარგავს, მით უმეტეს განცხადებები სისხლის ღვრაზე და მკვლელობაზე, ჩვენს მოსახლეობას აფთხობს“, - ამბობს საყვარელიძე.

ამიტომ, ანალიტიკოსის თქმით, რაც უფრო ბევრს ისაუბრებენ ამაზე, მით ნაკლები ხალხი მივა აქციაზე. მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფელირებული ოპოზიიცის ნდობა არა აქვს. ამიტომ მათ მხრიდან სიტუაცისი კიდევ უფრო რადიკალიზება, საერთოდ ოპოზიციის მარგინალიზებას გამოიწვევს.

 

trampi ოოოოოოოოოოოოოოოოო .......... და და და

ოოოოო.......როგორ სწყურიათ, როგორ
სერაფინასი არ იყოს .....
ეგენი რომ ეხლა ხელისუფლებაში მიუშვააააა ............. აუუუუუუუ..............რა მოწყურებულები დაეწაფებიან ქართველი ხალხის სისხლს, შახაბასზე უარეს იზამენ.
...იმ ცხრა წელში მაგათ უკვე სისხლის გემო გაიგეს.............. უფროოო ძააან სწყურიათ სისხლი, უფრო ძააან ........... ლეშსაც არ დატოვებენ, საქართველოს ისეთ დღეში ჩაააგდებენ........ხალხს ისევ ,,ნა ხადუ,, დახვრეტენ
მტრისას...მტრისას
ჰოოოდა ნაცებში იყოს ეგ ყველაფერი, ნაცებში
1 კვირის უკან