„ასე არ ხდება, როგორი პარტნიორი და მეგობარიც არ უნდა იყო, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა“

„ასე არ ხდება, როგორი პარტნიორი და მეგობარიც არ უნდა იყო, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა“

„გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება“ - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მოწოდებაზე, რომ „ოცნებამ“ დასაქცირებული ქართველი მოსამართლეების მიმართ გამოძიება დაიწყოს.

მათი თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი.

მეთიუ მილერის თქმით კი მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.

„სანქციებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ვაწესებთ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ასევე, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხელყოფისთვის. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მილერმა.

მილერს კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე პასუხობს, რომელიც ამერიკის მიერ ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლეა.

მურუსიძის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებს.

მისივე თქმით, რეალურად კონკრეტულ პირებს სურთ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მის ნაცვლად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის დანიშვნა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კორუფციის თემას ეს არ ეხება. მიზანი, წლების განმავლობაში, არის ის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ბერკეტები სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების.

მესროლეს ეს ტალახი, კორუმპირებულის, ისე, რომ არ მეუბნებიან რაში მდგომარეობს ეს კორუფცია. ბატონმა მილერმა უნდა თქვას, რომ ვიცი, ამა და ამ საქმეში, ლევან მურუსიძეს აღებული აქვს ქრთამი. არც განაჩენი არსებობს ჩემ წინააღმდეგ დადასტურებული, არაფერი ისეთი არ არსებობს და წინასწარ რატომ მაკერებ ამ კორუმპირებულობას?!

ვთქვათ, ჩატარდეს გამოძიება და აღმოჩნდეს, რომ არ ვარ კორუმპირებული, მერე რა ხდება?! რამხელა რეპუტაციული ზიანია, ოჯახის წევრების ამხელა ტერორი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასი პრობლემაა, ამხელა გლობალური რაღაც ხდება გარშემო და (ამბობს) ლევან მურუსიძე არის კორუმპირებული და მის მიმართ დაიწყეთ გამოძიება.

აქ რეალური თემა არის ის, რომ უნდათ, სასამართლო სისტემაში მოიყვანონ ის ადამიანები, ვინც არის მათთვის სანდო, არასამთავრობო სექტორიდან დაკომპლექტდეს. არაფერი რომ არ შეიცვალოს სასამართლო სისტემაში და ჩემ ადგილას იყოს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ - სანიმუშო სასამართლო არის საქართველოში. აქ, რეალურად, არის სასამართლო სპეცოპერაცია“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

„მეთიუ, are you kidding my friend? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ. დღემდე ველოდებით (პასუხს) კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით?“ - მილერის განცხადებას ასე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.

ზარქუა ასევე იხსენებს მოსამართლე ჩხიკვაძის საქმეს, რომელიც ნიკა გვარამიას მოსამართლეა და მისთვის გამოტანილი განაჩენის გამო ამერიკის ვიზაზე უარი უთხრეს. ზარქუა აღნიშნავს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა ყველას, ვინც მოსამართლეს და მის ოჯახს აბულინგებდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც ადამაინს რაღაცას აბრალებ, ამის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინო. აბაშიძის თქმით, არა აქვს მნიშვნელობა ვის ადანაშაულებ, ქვეყანას, ფიზიკურ პირს, საჯარო მოხელეს თუ ა.შ. ამის მტკიცებულებები უნდა დადო.

„მტკიცებულებების წარმოდგენა ბრალდების მხარეს არის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენს მოსამართლეებს სანქციები დაადო ისე, რომ ამის მიზეზი არც აუხსნია. მტკიცებულებები არ არსებობს იმის, თუ რა არის ამ ადამიანების დასანქცირების მოტივი. რაც თქვეს და რა მიზეზიც მოიყვანეს ამ სანქციების დაწესების, იყო ის რომ, მათ ქართულ მედიაში ნახეს რაღაცა სიუჟეტი, ასევე წაიკითხეს მესამე სექტორში გამოქვეყნებული რაღაცა კვლევები და ამის ნიადაგზე მოსამართლეები დაასანქცირეს. ამერიკა ხომ არ არის ბელარუსი ან რუსეთი, რომ გარკვეული ბრალდებები შეთითხნონ.

ძალიან დასანანია, როცა ამ მეთოდით, საქართველოსთან რაღაცა ვითომ ანგარიშსწორება მოახდინონ. არა აქვს მნიშვნელობა რა სიდიდის არის ქვეყანა და რა გავლენით სარგებლობს, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, აღიარებულია, რომ ქართული სასამართლო მოწოდების სიმაღლეზეა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საქრათველოს სასამართლო სისტემა იმაზე წინ არის, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. მათ შორის კანდიდატი ქვეყნებიც. ამიტომ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ვითომ დასანქცირება და ვეტინგის პრაქტიკა, აბსოლუტურად მიუღებელია. აქ კიდევ მეორე მდგენელი ის არის, რომ მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ნებისმიერი ქვეყანა ერეოდეს.

„გამოძიების საკითხი უნდა გახდეს გაურკვეველი ბრალდებები? უნდა გვიკარნახონ, რა კანონი მივიღოთ და რა არა? რომელი მოსამართლე გავუშვათ ან ვეტინგი ჩავატაროთ?! ასე არ ხდება, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში, როგორი პარტნიორი და მეგობარიც არ უნდა იყო, სხვა ქვეყანა ვერ ჩაერევა. იმას, რომ ამერიკა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა, ამას მხოლოდ საქართველო არ ამბობს. ამაზე საუბრობენ არა ერთი ევროპული ქვეყნების ლიდერები. ასე რომ, „ოცნების“ პირობებში ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი დაცულია. ამას უნდა შეეგუონ ის ქვეყნები, რომლებიც ნაცრეჟიმის დროს ცხვირის ჩაყოფას იყვნენ მიჩვეულები. როცა სააკაშვილი ქვეყანას მათი მითითებებით მართავდა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, რომ გადავხედოთ რამდენიმე თვის წინანდელ ამბებს, დავინახავთ, რომ იყო მცდელობა, ემართათ ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ემართათ ასევე მართლმსაჯულების სისტემა.

„ამიტომ ვამბობ, რომ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთ გარე აქტორს, თუნდაც დიდი ხნის მეგობარს, არ მიეცემა უფლება, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ხელები აფათუროს. ეს მათი კომპეტენცია არ არის. პრემიერ კობახიძის განცახდებას გამოვეხმაურები, თუკი ქვეყნის ელჩები პოლიტიკურ კომენტატორებად იქცნენ ტელესივრცეში საქართველოს საკითხებში, მაშინ დასხდნენ და გამჭვირვალობის კანონი ღია ეთერში განიხილონ. არავის არ აქვს უფლება, ამერიკა იქნება, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი... ეს რომ მოხდეს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, წარმოვიდგინოთ, რამხელა სკანდალი იქნება. საქართველომ დაიწყო გარე აქტორების შეჩვევა არსებულ რეალობაზე, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის საქმეებში ჩარევა დაუშვებელია“, - ამბობს აბაშიძე.

 

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ისე ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....

თუ ეხლა ამერიკამ იღლიაში ბოლომდე ამოგვიდო მაშინ მთელი ეს 35--37 წელი სუ წყალში იყრება
აბა მაშინ რა გვინდოდა რუსებისაგან?-------- ქვეყანა დავანგრიეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, ხალხი განახევრდა, ყველაფერი თავზე დაგვემხო და ეს
ყველაფერი მაშინ რისთვის????
რომ ეხლა ამერიკის უკანალში ამოგვეყო თავი იმისთვიიის?
რათა აქ კაი სუნია, ვიდრე რუსი ვანიას ტრაკშიიი??
იმიტომ იძახოდა პუტინი----- თქვენ დამოუკიდებლობა კი არა პატრონის შეცვლა გდომებიათო ----იმის დასაცინები ვხდებით
მოკლედ სხვა გზა----- არაა... ესენი მეშვიდეები უნდა გახდნენ, ,მეშვიდეები!!!!!!!!!!!!!!!!

კაცი წყალში დახრჩობას რომ გადააარჩინეს და დაუწყეს მერე------- აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ...ყელში ამოუყვანეს
არ მინდა ესეთი გადარჩენაო და თავისით გადახტა წყალში
თუ ამან უარესი გვიყო რად მინდა ასეთი გადარჩენა
მით უმეტეს ეს გაცილებით ვერაგია, გაცილებით .

ვინც ფულს იხდის მუსიკას ის უკვეთავსო ...........ეს ორჯერ ორი ოთხია
ისეა ამ ამერიკის ,,მეგობრობის,, და მისი გადახდილი ფულების საქმე
ის რო ფულებს იხდიდა გიჟი კი არ იყო, ფულები მუქთად გადაეხადა ??
ის ამ ფულს არც ჩვენი სიყვარულის გულისთვის იხდიდადა არც მარტო ჩვენი გაჭირვებიდან ამოსაყვანად..
როგორც მათხოვარს შეიძლება ერთხელ გაჩუქოს კაცმა ფული, ორჯერ გაჩუქოს, მესამედაც დავერიაში რო უფრო შემოვიდეს შენთან, მაგრამ მილიონებს თავისი შორს გამოზნული ინტერესების გარეშე არ მოგცემს ...
.გიჟი კი არააა ფულები მუქთად რო ყაროს??,
თანაც სად და ვის??----ცხრამთას იქით ..... თანაც ვიღაც გრუზინებს მუქთად უხადოს ფულები??
გიჟი არ იყო, ---- მუქთად იხადოს ამერიკამ ფულებიიი??
..............ვინ,?? ისიც ამერიკაამ??? ანგარების გარეშე ნაბიჯს რომ არ გადადგააამს??
აი ამაზე ვყვიროდით აქ ზოგიერთები წლების წინ..... ვამტკიცებდით, ვამბობდით ჩათლახია ამერიკა-თქო და................ რუსი გინდათო
ეხლა ხო გამოჩნდა თუ რატო არ გვინდოდა ,,იმ,, ზოგიერთებს ამერიკა.....
იმიტომ რომ კოლუმბი ტანსაცმლიანად ჩათლახია, ტანსაცმლიანად ჩათლახი და იმიტომ
რუსი ყველანაირად დურაკ--დებილია, მაგრამ ამერიკასავით ჩათლახი ვერსოდეს ვერ იქნება ... ის ამერიკასავით ვერაგი და დახვეწილი არამზადა ვერასოდეს ვერ იქნება..............უბრალოდ მაგდენზე ტვინი არ ყოფნის--ჩლუნგია, ჩლუნგი!!!
1991 წელს სსრკ-ის დანგრევის მერე, საქართველოში რუსისგან გამონთავისულებული ადგილი ამერიკამ ეგრევე თათარიახლად დაიკავა.. იცოდა რომ პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი ადგილი იყო და ეგრევე იშუსტრა ......თანაც გეოპოლიტიკურად როგორი დიდებული ადგილია --- იქით ირანი, აქეთ თურქეთი და რაც მთავარია ზედ რუსის ტრაკში, რუსზე კარგი საჩხიკინო ადგილი
ხოოდა რუსის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გვახარჯებდა ქართველებს იმ ფულებს წლების მანძილზე..... რომ აქ ისეთი მორჩილი ქვეყანა, ხელისუფლება ჩამოეყალიბებინა რომ მისი ნათქვამი უსიტყვოდ შეგვესრულებინა...(მიშას ხელისუფლებასავით--- ყოველ მათ ბრძანებას უსიტყვოდ რო ასრულებდა საქართველოს განადგურების ხარჯზე )
იმიტომაც იყო მაშინ საქართველოში დემოკრატიის ჩუხჩუხი .... იმიტომაც მოსწონდათ მიშა

და როცა დასჭირდებოდა მათ დაკრულზე რუსეთთან ომიც უნდა გავეჩაღებინა.........გადახდა უნდა ვალსაო(ამისთვის გვამზადებდნენ).
ოღონდა ..ჩვენ რა მოგვივივიდოდა ეგ მაგათ სულ კიტრზე ეკიდა--ჰკიდიათ, მაგრამ ჩვენი მხრიდან თუნდა კოღოს ნაკბენის დონეზე რუსებზე ჩვენი შეჩხიკინება, მაგათ საქმეში ჩაეთვლებოდათ
მოკლედ მათდამი მორჩილი ხელისუფლება უნდათ მაგათ საქართველოში, მხოლოდ მორჩილი ხელისუფლება, რომ თავიააანთ ჭკვაზე გვატარონ
რომ რაც მის ინტერესებს დასჭირდებოდა, საქართველოს ის გაგვეკეთებინა და ისე მოვქცეულიყავით...
ეს ხელისუფლება კი 2008 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ორი წელია იმათ უკვე ცოტა--ცოტას ეურჩებოდათ----------...ომში არ ჩაერთო, იმათ დაკრულზე არც სანქციები და არც ქვეყნისთვის დამაზიანებელი სხვა რაღაც სირობები არ ჩაუდენიათ....
.მოკლედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ესენი უკვე იმათ დაკრულზე აღარ ცეკვავდნენ(ტვინი ეყოთ)
..ანუ დიდი ძიებისადმი ურჩობის გამო, ოცნებამ ძია კოლუმბის რისხვა დაიმსახურა ......
ხოოდა გადაწყვიტეს ამათი შეცვლა ნაცებით------- რომ აქ ისეთი ხელისუფლება დაესვათ, ძველებურად ისევ დემოკრატია აჩუხჩუხებულიყო
ანუ საქართველო ნებაყოფლობით გადაშვებულიყო მოუსავლეთში---
ამიტომაც არის ათასი ჯურის მოღალატე ნაძირალებს რო დაუწყეს რევოლუციისთვის ფულებით მომზადება--მოსყიდვა
ხოოდა სწორედ იმ შავი ფულებით დაიწყეს ამ უტვინო ახალგაზრდების გაბრუება და თავგზის აბნევა..
და სწორედ ამ რადიკალების მეშვეობით აპირებენ ამერიკელები ( ნაცებთან ერთად) საქართველოს კიდევ ერთხელ შარში გახვევას
(თითქოს ეს 33 წელი არ გვეყო)
აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.... აი ამიტომ
ამ კანონის გარეშე, ეხლა თუ არა, არჩევნების მერე მაინც მოაწყობდნენ ამერიკელები იგივეს....ეხლა უბრალოდ პრიჩინა მიეცათ და გამოააშკარავეს ამერიკელებმა თავიაანთი გეგმები, ოღონდ ამ კანონის არსებობის შემთხვევაში ამ ჩათლახებს არჩევნებისთვის ცოტას გაანეიტრალებენ
მოკლედ ყველანაირად მძიმე დღეები უდგას ეხლა საქართველოს, ყველანაირად მძიმე
ისე კი ვინც კი ამერიკის კარმუშკაზეა, ვინც კი საქართველოს მტერია ამ დღეებში ყველა ჩანს--გამოჩნდა
1 კვირის უკან
ცუგო- ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ამხელა მიტინგი გაიმართებოდა რუსთაველის გამზირზე..
1 კვირის უკან
არაგველი641 ყველამ ყველაფერი ვიცით: ვინც მაგ კანონს ეწინააღმდეგება - ყველა შავ ფულს ღებულობს ქვეყნის გაყიდვისთვის და ის ახალგაზრდები კი 1000 ლარის საფასურად დგანან მთელი დღე და არც კი იციან რისთვის დგანან.
1 კვირის უკან
კახაბერ trampi შენ გენაცვალე მაგ ტვინში და მაგ ჯიგარში, ეს უნდა წააკითხო ნაბოზარ ნაცებს
1 კვირის უკან