„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (1:4) შემდეგ ისაუბრა. ესპანელმა ყველაფერი მსაჯს დააბრალა და ფიქრობს, რომ რონალდ არაუხო წითელ ბარათს არ იმსახურებდა.
„უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული თამაში გვქონდა. ჩემთვის გაძევება გაზვიადებული გადაწყვეტილება იყო. არ იყო სამართლიანი, ამის შემდეგ თამაში შეიცვალა. ყველაფერი გაძევებამ გადაწყვიტა.
შეგვეძლო ანგარიში 2:2 გაგვეხადა გიუნდოგანის მომენტით, ხოლო მანამდე ლევანდოვსკის ჰქონდა შანსი 2:0 გაეხადა ანგარიში. 10 ფეხბურთელით თამაში ძალიან ძნელია. სამწუხაროა, რომ მთელი სეზონის მუშაობა ასე დასრულდა, მსაჯის ერთი გადაწყვეტილებით. ვისურვებდი 11 11-ის წინააღმდეგ გვეთამაშა მთელი მატჩი, ეს წითელი ბარათი არ იყო სავალდებულო, თამაშზე გავლენა იქონია.
მსაჯს ვუთხარი, რომ ცუდი და კატასტროფული იყო, მან ყველაფერი შეცვალა. არ მომწონს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, გაჩუმება არ შემიძლია! ნებისმიერ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გამორჩეული სეზონი გვქონდა“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ორი მატჩის ჯამში 4:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, რის შედეგადაც მსოფლიოს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატზე გასვლის შანსიც დაკარგა.